არნემის "ვიტესის" ფანებმა სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია დაასახელეს

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გურამს მხარი "ვიტესის" ქომაგების 74%-მა დაუჭირა.

სექტემბერში კაშიამ "ვიტესის" მაისურით ერედივიზიონის სამი მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ აგვისტოში მსგავს გამოკითხვაში კაშია მეორე ადგილზე გავიდა (ზიმბაბველ მარველიუს ნაკამბას ჩამორჩა).

კაშია "ვიტესისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელია. უახლოეს დღეებში ის არნემულ კლუბთან ახალ, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იქ არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სამუშაოდ "ვიტესში" დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული