დავით თარგამაძის ახალი ვარცხნილობა ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში

AutoSharing Option
26 წლის დავით თარგამაძე ზუსტად ერთი წელიწადი უფეხბურთოდ იყო, თუმცა ამ სეზონის დასაწყისში ის "შახტარიდან" იჯარით "ოლექსანდრიაში" გამოჩნდა.

ქართველის კლუბი 9 ქულით მე-11 ადგილზეა უკრაინის პრემიერლიგაში, ხოლო დავითმა სამ ტურში ითამაშა. მან უკრაინის თასზე ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

ჩვენებურს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ГолТайм-მა. მას ვარცხნილობა ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში შეუცვლია.

ინტერვიუ მას მორიგი საკონტროლო მატჩის მერე ჩამოართვეს. "ოლექსანდრია" სანდრო კობახიძის "ვოლინთან" მორიგ ტურში დაპირისპირებისთვის ემზადება.

- როგორ მოგწონთ გუნდის მომზადების ეს ფორმა?
- რა თქმა უნდა, საკონტროლო მატჩები კარგია, ეს მრავალფეროვნებას მატებს
ვარჯიშებს. სჯობს, პირველი ლიგის გუნდს ეთამაშო, ვიდრე ორმხრივი "თამაში" მოაწყო. მეტოქეც კარგი იყო, ტექნიკური. მოკლედ, "ვოლინთან" მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ.

- გუნდთან ადაპტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- "ოლექსანდრიას" აგვისტოს ბოლოს შევუერთდი. თვე-ნახევარია აქ ვარ და ფიზიკურად 99%-ით მზად ვარ. გუნდში ადაპტაცია არ გამიჭირდებოდა, რადგან აქ ადრეც მითამაშია. ამიტომ ყველაფერი რიგზეა. თვე-ნახევარში საიჯარო ხელშეკრულება მისრულდება, ვნახოთ, რა იქნება მერე.

- ადრე "ილიჩევეცში" თამაშობდით, სად უფრო გიიოლდებათ?
- "ოლექსანდრიაში", რადგან აქ დავიწყე ჩემი პროფესიული კარიერა. ამიტომ, როცა ეს ვარიანტი გამოჩნდა, სხვაზე არც კი მიფიქრია, ისე დავთანხმდი.

- მარიუპოლში რომ იყავით, კლუბი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. როგორ არის ამ მხრივ საქმე "ოლექსანდრიაში"?
- მადლობა ღმერთს, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. კლუბს ძალიან კარგი პრეზიდენტი ჰყავს, ფინანსური პრობლემები არ გვაქვს.

- კმაყოფილი ხართ თუ არა 10 ტურის მერე "ოლექსანდრიას" შედეგებით?
- არა, რა თქმა უნდა - უკეთესი შედეგის მიღწევა გვსურდა და გვსურს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ქულების აკრეფვას ვგეგმავთ.

- პირველი მეტოქე "ვოლინია", რას იტყვით ამ გუნდზე?
- ძალიან კარგი გუნდია, "ვოლინში" ძალიან მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომაც არიან მაღლა ცხრილში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვარცხნილობით კიარა თამაშით დაემგვანე იბრას ვაჯკაცო...:დდდდ
zura kiknavelidze
22:08 14-10-2015
0
მორიგი არასპორტული ხასიათი და განიავებული ნიჭი, მაგრამ მაინც წარმატებები!
georgiano
02:46 15-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული