ქართველის კლუბი 9 ქულით მე-11 ადგილზეა უკრაინის პრემიერლიგაში, ხოლო დავითმა სამ ტურში ითამაშა. მან უკრაინის თასზე ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.
ჩვენებურს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ГолТайм-მა. მას ვარცხნილობა ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში შეუცვლია.
ინტერვიუ მას მორიგი საკონტროლო მატჩის მერე ჩამოართვეს. "ოლექსანდრია" სანდრო კობახიძის "ვოლინთან" მორიგ ტურში დაპირისპირებისთვის ემზადება.
- როგორ მოგწონთ გუნდის მომზადების ეს ფორმა?
- რა თქმა უნდა, საკონტროლო მატჩები კარგია, ეს მრავალფეროვნებას მატებს
- გუნდთან ადაპტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- "ოლექსანდრიას" აგვისტოს ბოლოს შევუერთდი. თვე-ნახევარია აქ ვარ და ფიზიკურად 99%-ით მზად ვარ. გუნდში ადაპტაცია არ გამიჭირდებოდა, რადგან აქ ადრეც მითამაშია. ამიტომ ყველაფერი რიგზეა. თვე-ნახევარში საიჯარო ხელშეკრულება მისრულდება, ვნახოთ, რა იქნება მერე.
- ადრე "ილიჩევეცში" თამაშობდით, სად უფრო გიიოლდებათ?
- "ოლექსანდრიაში", რადგან აქ დავიწყე ჩემი პროფესიული კარიერა. ამიტომ, როცა ეს ვარიანტი გამოჩნდა, სხვაზე არც კი მიფიქრია, ისე დავთანხმდი.
- მარიუპოლში რომ იყავით, კლუბი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. როგორ არის ამ მხრივ საქმე "ოლექსანდრიაში"?
- მადლობა ღმერთს, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. კლუბს ძალიან კარგი პრეზიდენტი ჰყავს, ფინანსური პრობლემები არ გვაქვს.
- კმაყოფილი ხართ თუ არა 10 ტურის მერე "ოლექსანდრიას" შედეგებით?
- არა, რა თქმა უნდა - უკეთესი შედეგის მიღწევა გვსურდა და გვსურს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ქულების აკრეფვას ვგეგმავთ.
- პირველი მეტოქე "ვოლინია", რას იტყვით ამ გუნდზე?
- ძალიან კარგი გუნდია, "ვოლინში" ძალიან მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომაც არიან მაღლა ცხრილში.