იმ დროისთვის კაშია 33 წლის იქნება. ასე რომ, შესაძლოა, ქართველმა კაპიტანმა საფეხბურთო კარიერა "ვიტესში" დაასრულოს. კაშია უკვე მეექვსე სეზონია, ამ კლუბის ღირსებას იცავს. ის ფანების საყვარელი ფეხბურთელი, გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ კიდევ დიდი ხნით დავუკავშირე ბედი "ვიტესს". ჩემი მიზანია, რაც შეიძლება, დიდხანს დავრჩე კლუბში და ვიყო მისთვის სასარგებლო. არნემში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. აქ მშვიდად შემიძლია გავაგრძელო განვითარება, როგორც ფეხბურთელმა", -