დანიაში "ორჰუსმა" მე-12 ტურში შინ "ნორდსიალენდს" ანგარიშით 3:0 სძლია. მათე ვაწაძემ 45- წუთზე გოლის გატანა შეძლო. ქართველი ფეხბურთელი 87-ე წუთზე შეცვალეს. "ორჰუსი" 16 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
გიორგი ჭანტურიას "დუსბურგი" გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში სტუმრად "ჰაიდენჰაიმთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ჭანტურია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. "დუისბურგი" კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.
ბაჩანა ცხადაძის "ფლამურტარი" ალბანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში სტუმრად "ტირანას" შეხვდა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. სტუმრების მხირდან გოლის ავტორი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მეტოქის
საბა კვირკველიას ყაზანის "რუბინმა" მე-12 ტურში შინ "უფას" ანგარიშით 3:1 სძლია. კვირკველია მოედანზე 90 წუთი გაატარა.
თემურ ქეცბაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიოანტის მე-7 ტურში აელ-ი 6:0 გაანადგურა. აპოელი კვლავ ლიდერობ სატურნირო ცხრილს. აღსანიშნავია, რომ აპოელ-ის ბურთების სხვაობა - 29:5.
ჯაბა კანკავას "რეიმსი" შინ "კანეთან" მე-10 ტურში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. კანკავა დისკვალიფიცირებული იყო.
"გენკმა" ბელგიის ჩემპიოანტის მე-11 ტურში სტუმრად "ბევერენს" ანგარიშით 1:0 სძლია. თორნიეკ ოქრიაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, ლუკა ზარანდია განაცხადში არ იყო.
ტრავმის გამო არ უთამაშია ლევან ყენიას, რომლის "სლავია" მე-10 ტურში "იაბლონეცს" (0:0) დაუზავდა.