გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიაში კიდევ ერთმა გამოცემამ დააფასა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები კიდევ ერთმა გამოცემამ, foxsports.nl-მა გამოაქვეყნა.

ამ ვერსიით, ტურის სიმბოლურ ნაკრებში არნემის "ვიტესის" ორივე ქართველი ლეგიონერი მოხვდა - გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად 5:1 დაამარცხა "ზვოლე". ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა, კაშიამ კი საგოლე პასი მიითვალა.

"ვიტესის" ოთხი ფეხბურთელია სიმბოლურში. მცველი გურამ კაშია აგრძელებს დიდებულ ფორმაში ყოფნას. რამდენიმე ტურის წინ ის ჩვენ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელეთ. ახლა მან 7 ქულა დააგროვა. მისი სამი თანაგუნდელიც სიმბოლურ გუნდშია: ვაკო ყაზაიშვილი, ლუის ბეიკერი და მილო
რაშიცა", - წერს საიტი.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დირკ კუიტი დასახელდა.

სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული