რატომ დატოვეს შოთა არველაძე "ტრაბზონში"

AutoSharing Option
გაზეთი "რადიკალი", "ჰაბერ თურქზე" დაყრდნობით, წერს, რომ თურქეთის სუპერლიგაში "მერსინთან" 2:3 წაგების შემდეგ შოთა არველაძე თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

შეგახსენებთ, რომ ეს შოთას ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო, რაც მანამდე ევროთასებიდან სუსტ მეტოქესთან გამოვარდნას დაემატა. არველაძის გადაწყვეტილება "ტრაბზონის" სპორტულმა დირექტორმა სულეიმან ჰურმამ არ დააკმაყოფილა.

წყაროს ცნობით, სულეიმან ჰურმამ შოთას შემდეგი უთხრა: "არ დანებდე ასეთ დაბრკოლებებს. შენ ჯერ "ტრაბზონში" საქმიანობის დასაწყისში ხარ და უნდა იბრძოლო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული