
შეგახსენებთ, რომ ეს შოთას ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო, რაც მანამდე ევროთასებიდან სუსტ მეტოქესთან გამოვარდნას დაემატა. არველაძის გადაწყვეტილება "ტრაბზონის" სპორტულმა დირექტორმა სულეიმან ჰურმამ არ დააკმაყოფილა.
წყაროს ცნობით, სულეიმან ჰურმამ შოთას შემდეგი უთხრა: "არ დანებდე ასეთ დაბრკოლებებს. შენ ჯერ "ტრაბზონში" საქმიანობის დასაწყისში ხარ და უნდა იბრძოლო".