ვაკო ყაზაიშვილი ამსტერდამის "აიაქსს" ისევ შეუტევს

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-10 ტურში არნემის "ვიტესი" ლიდერ "აიაქსს" მასპინძლობს. ქართველთა გუნდი 17 ქულით მე-5 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ამსტერდამულ კლუბს.

gelderlander.nl-ის ინფორმაციით, კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

"ვიტესი" 4-3-3 სისტემით ითამაშებს და ყაზაიშვილი შუა ნახევარმცველის ფუნქციას შეითავსებს; კაშია ჩვეულად, ცენტრალური მცველი იქნება.

ჩვენებურებს ჩემპიონატში უკვე 3-3 გოლი აქვთ გატანილი.

ვაკომ 2013 წლის ნოემბერში "ამსტერდამ არენაზე" გაუტანა "აიაქსს". იმ შეხვედრაში "ვიტესმა" სენსაციურად 1:0 მოიგო.

შარშან დეკემბერში ვაკომ კიდევ ერთხელ გაუტანა "აიაქსს", როცა მისმა
გუნდმა ჰოლანდიური გრანდი ჰოლანდიის თასის გათამაშებაში "ამსტერდამ არენაზე" 4:0 გაანადგურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული