მირჩა ლუჩესკუმ გიორგი არაბიძე "შახტარის" მთავარი გუნდის ძირითადში დააყენა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში გიორგი არაბიძის დებიუტი ოფიციალურ შეხვედრაში შედგა.

17 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მანამდე უკრაინული გრანდის ახალგაზრდულ გუნდში ჰქონდა ნათამაშები, "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "ტერნოპოლთან" უკრაინის თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში, ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ცნობისთვის, სტუმრად ჩატარებულ პირველ შეხვედრაში "შახტარმა" "ტერნოპოლს" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

საპასუხო მატჩი დაიწყო, გიორგი არაბიძის თამაშისთვის თვალის მიდევნება კი დონეცკური კლუბის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

მოედანზე გასვლის მომენტში არაბიძე 17 წლის, 7 თვისა და 23 დღისაა. ეს მეხუთე შედეგია
"შახტარის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებს შორის. ამ მხრივ რეკორდსმენი გენადი ზუბოვია, რომელმაც პირველი მატჩი ამ გუნდში 1994 წელს, 17 წლისამ, 1 თვისა და 19 დღისამ ჩაატარა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები,შემოგევლე, წარმატებები.
sake
18:17 27-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული