ჯიჯი დარასელია ისრაელის საფეხბურთო კლუბ ჰაიფას "მაკაბის" აღზრდილია. ის ახლო წარსულში ნახევარმცველის, დღეს კი მწვრთნელის (როგორც გახსოვთ, ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა) გიორგი დარასელიას ვაჟი გახლავთ.
"ჯიჯი ისრაელშია დაბადებულ-გაზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეც გახლავთ.
ადრე
ჯიჯი საქართველოში იშვიათი სახელია. რატომ მაინცდამაინც ჯიჯი?
"ჯიჯი 1999 წელს დაიბადა, როცა ჯიჯი ბუფონი უკვე ძალიან ცნობილი მეკარე გახდა და მე და ჩემმა მეუღლემ, მისი პატივისცემის ნიშნად, შვილს ეს სახელი დავარქვით...
სხვათა შორის, ჯიჯი თავიდან მეკარე იყო და საკმაოდ კარგი მონაცემებიც ჰქონდა. ეს იყო 2008 წლამდე, მაგრამ 9 წლის რომ გახდა, თავადაც წინ თამაში ამჯობინა და მეც ვუთხარი, სად გაგონილა დარასელია მეკარე-მეთქი?
ახლა სიმაღლეში საკმაოდ გაიზარდა (187 სმ) და არ ვაჭარბებ - ისრაელში პერსპექტიულ მოთამაშემ მიიჩნევენ".
დარასელიას თქმით, მისი ვაჟი გარკვეული პერიოდი საქართველოშიც ცხოვრობდა:
"საქართველოში ცოტა ხანს იყო და თბილისის პირველ საჯარო სკოლაშიც სწავლობდა, ქართული ენა რომ აეთვისებინა. აქ "ნორჩ დინამოში" და მერე მცხეთაში ვოვა გუცაევის მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ისევ ისრაელში დაბრუნდა.
ახლა მე-11 კლასის მოსწავლეა, წელიწად-სნახევარში სკოლას ამთავრებს. სხვათა შორის, კვირას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ რომ ითამაშა, მეორე დღეს უკვე სკოლაში წავიდა".
თავის ასაკში ჯიჯი დარასელია საკმაოდ წარმატებული და ტიტულოვანი ფეხბურთელია:
"მას უკვე აქვს საკლუბო დონეზე წარმატებები. თელ-ავივის "მაკაბიში" ისრაელის ასაკობრივი ჩემპიონატის ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჰაიფაში კი ერთი წლით უფროსებში, 1998 წელს დაბადებულებში გადაიყვანეს და 2014 წელს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, თავის ასაკში ქვეყნის თასის მფლობელიც გახდა.
სხვათა შორის, "მაკაბიმ" ეს მატჩი 1:0 მოიგო და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ჯიჯიმ გაიტანა. ის კლუბში ცენტრალური მცველია, მაგრამ ნაკრებში სამივე შეხვედრა საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"