გრიგალაშვილი, ვისიც ქართულ საფეხბურთო თემს ერთობ ეიმედება, ჯერაც ვერ იქცა "ტერეკის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად.
ის ახლა თბილისშია. "ლელომ" ისარგებლა შემთხვევით და თედორე გრიგალაშვილთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...
- თბილისში სავიზო ამბების მოსაგვარებლად ვარ. სამთვიანი ვიზა მქონდა და მას ვადა გაუვიდა. უკვე ორი კვირაა, აქეთ ვარ.
- მოდი, შეაფასეთ სეზონის პირველი ნახევარი. როგორი იყო ის თქვენთვის?
- ერთი მხრივ, კმაყოფილი ვერაფრით
კმაყოფილი იმით ვარ, რომ ასეთი დონის ჩემპიონატში მოვხვდი.
- საინტერესოა, როგორია სიტუაცია "ტერეკში"? მწვრთნელისგან მხარდაჭერას თუ გრძნობთ? ან ვის დაუმეგობრდით?
- ერთი თამაში ვითამაშე რუსეთის თასზე. იმ მატჩის შემდეგ მწვრთნელი მელაპარაკა. მითხრა, შენით კმაყოფილი ვარო... "ტერეკი" ძალიან მეგობრული გუნდია. პირადად მე განსაკუთრებით ახლოს ბრაზილიელებთან ვარ.
- გროზნოში ხალხს უყვარს ფეხბურთი?
- ძალიან. თამამად ვიტყვი - როცა "ტერეკი" თამაშობს, იმ დღეს გროზნოში ნამდვილი ზეიმია!..
- თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ თუნდაც 6 თვით რომელიმე სხვა გუნდში განათხოვრება შეიძლება უკეთესი იყოს თქვენთვის? მიიღებდით სათამაშო პრაქტიკას და მერე ისევ "ტერეკს" დაუბრუნდებოდით...
- კი, მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ რაკი გუნდში ხარ, ესე იგი, მას სჭირდები. გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ. ყველაფერი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია...
- როგორ ფიქრობთ, რა შეუძლია "ტერეკს" ამ სეზონში?
- ვფიქრობ, "ტერეკს" შეუძლია, რუსეთის საუკეთესო ხუთ გუნდს შორის მოხვდეს. ძალიან კვალიფიციური მწვრთნელი და ფეხბურთელები გვყვანან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"