ორივე ქართველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
ანგარიში მე-16 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით სოლანკემ გახსნა. შეხვედრის 49-ე წუთზე დიკსმა ანგარიში 2-მდე გაზარდა, 54-ე წუთზე კი ვაკო ყაზაიშვილის ზუსტი გადაცემით რაშიკამ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.
ამრიგად, "ვიტესს" 20 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.