ვაკო ყაზაიშვილი "ექსელსიორსთან" საგოლე პასით გამოირჩა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-11 ტურში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" "ექსელსიორს" ესტუმრა და მეტოქე 3:0 გაანადგურა.

ორივე ქართველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ანგარიში მე-16 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით სოლანკემ გახსნა. შეხვედრის 49-ე წუთზე დიკსმა ანგარიში 2-მდე გაზარდა, 54-ე წუთზე კი ვაკო ყაზაიშვილის ზუსტი გადაცემით რაშიკამ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

ამრიგად, "ვიტესს" 20 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე ვაკო,ოგონდ ბოლომდე მიაწექი,შენ დიდი გუნდის კაცი ხარ,არადა სად დაიწყო ამ ბიჩმა ფეხბურთის თამაში,ოზურგეთში,სადაც არანაირი პერსპექტივა არ ქონდა,მაგრამ მისი მონდომებით და შრომით დადგა კაცი,რა კარგი ბიჭები მოდის,აგერ ვაკო,არაბიძე,ოქრიაშვილი,ცოტა დავეხმაროთ და გაგვახარებენ ეს ბიჭები მალე
ჯიჯი
18:13 01-11-2015
0
ოქრიაშვილი მოდის არა , წავიდა მგონი...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული