ლეგიონის უქმეები: არაბიძის დებიუტი, პაპუნაშვილის პირველი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი არაბიძის დებიუტი უკრაინის ჩემპიონატში, გიორგი პაპუნაშვილის პირველი გოლი "ვერდერში", ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი... ეს ქართული ლეგიონის უქმეების მთავარი "ჰაილაითებია", დანარჩენზე ქვემოთ...

ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგიას (სათადარიგო) "ბრენტფორდმა" 1:0 მოუგო "ქუინზ პარკს".

იტალია. ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წ.) "ტუტოკუოიომ" სტუმრად 1:0 მოუგო რომის "ლუპას".

გერმანია. II ბუნდესლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (56-ე წუთზე შევიდა) "ფრაიბურგი" შინ 2:2 დაუზავდა "ბრაუნშვაიგს" და ლიდერობა დაკარგა.

გიორგი ჭანტურიას (მე-60 წუთზე შეცვალეს) და ლაშა დვალის (სათადარიგო) "დუისბურგი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "მიუნხენთან" და ბოლო ადგილზეა.

III ბუნდესლიგა.
გიორგი პაპუნაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა "ვერდერის" დუბლებისა და "ხემნიცერის" თამაშში (3:2). გიორგი 78-ე წუთზე შეცვალეს. ეს მისი პირველი გოლია გერმანულ კარიერაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთი. ლიგა 1.
ჯაბა კანკავა ტრავმირებულია. მისი "რეიმსი" კვლავ აგებს, ამჯერად, სტუმრად "სენტ ეტიენთან" - 0:3.

ნასიონალი. ლუკა კიკაბიძეს არ უთამაშია, მისი "სერკლ ბასტია" მარსელის "კონსოლატთან" სტუმრად გამარჯვებული გამოვიდა - 2:1.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესმა" სტუმრად 3:0 მოუგო "ექსელსიორს". ვაკო ყაზაიშვილის (90 წ.) ანგარიშზე საგოლე პასია. შეუცვლელად ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამაც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თურქეთი. I ლიგა.
ალეკო ამისულაშვილის (90 წ.) "ქარშიაქამ" სტუმრად "ადანასთან" 0:1 წააგო. "ქარშიაქა" გავარდნის ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს.

საბერძნეთი. გიორგი მერებაშვილის (75-ე წუთზე შევიდა) "ვერია" ჩემპიონ "ოლიმპიაკოსთან" 0:2 დამარცხდა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა, ხოლო მისმა "ფეირენშემ" 1:0 მოუგო "სანტა კლარას".

ავთო ებრალიძის (67-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტემ" 3:0 გაანადგურა "ოლიანენშე".

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკმა" შინ 0:2 წააგო "ლოკერენთან". მასპინძელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო, ხოლო ლუკა ზარანდია დისკვალიფიცირებულია.

II ლიგა. ლევან შენგელიას "ტუბიცემ" სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" მოუგო - 3:1. ჩვენებური არ გამოჩენილა. "ტუბიცე" ერთპიროვნული ლიდერია.

რუსეთი. პრემიერლიგა. "მორდოვიას" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა ნუკრი რევიშვილი, რომელმაც "ზენიტთან" სტუმრად კარი მშრალად შეინახა - 0:0. 95-ე წუთზე მან დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო. ქულის მიუხედავად, "მორდოვია" გასავარდნ ზონაშია. რევიშვილმა 7 ბალი მიიღო "ჩემპიონატისგან" და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გიორგი ლორია სათადარიგო იყო, მისმა თანაგუნდელმა "კრილიაში" კონიუხოვმა კი 4 გოლი გაუშვა "კრასნოდართან" საშინაო მატჩში - 0:4.

საბა კვირკველია კვლავ შეუცვლელია. მისმა "რუბინმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ანჟის". ქართველმა "ჩემპიონატისგან" მაღალი შეფასება - 7 ბალი - მიიღო.

ჯანო ანანიძე კვლავ ტრავმირებულია და "სპარტაკს" დიდი ხანია, ვერ ეხმარება.

I ლიგა. "არმავირმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ლუჩ-ენერგია". სტუმრებში 76-ე წუთზე ირაკლი ჭეჟიამ ზურაბ არზიანი შეცვალა.

"სკა-ენერგიამ" ასეთივე ანგარიშით "ტიუმენს" მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში გოჩა ხოჯავა 76-ე წუთზე შეცვალეს, კახა ალადაშვილს არ უთამაშია.

"სპარტაკი 2"-ის რიგებში დუბლი შეასრულა "ტოსნოს" კარში გიორგი მელქაძემ, რომელიც, მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეა.

უკრაინა. პრემიერლიგა. "ზორია"-"შახტარის" მატჩის (1:7) 75-ე წუთზე შედგა 17 წლის გიორგი არაბიძის დებიუტი უკრაინის პრემიერლიგაში. ქართველთა დუელი არ შედგა, რადგან მასპინძელთა რიგებში ჯაბა ლიპარტია იმ დროისთვის 4 წუთის შეცვლილი იყო.

ბუბა დაუშვილის (მე-60 წუთზე გამოჩნდა) "კარპატიმ" "მეტალურგს" მინიმალურად მოუგო - 1:0.

"ჩერნომორეცის" დაცვის ცენტრს დავით ხოჭოლავასა და გიორგი გადრანის წყვილი ამაგრებდა "სტალთან" 1:1 დასრულებულ მატჩში.

დავით თარგამაძის (მე-80 წუთზე შეცვალეს) "ოლექსანდრია" 1:1 დაუზავდა "ვორსკლას", ხოლო სანდრო კობახიძის (90 წ.) "ვოლინი" - "ჰოვერლას" (0:0).

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილის "პოგონი" "გორნიკს" 1:1 დაუზავდა. ლადო მასპინძელთა რიგებში 62-ე წუთზე გამოჩნდა.

I ლიგა. გიორგი ალავერდაშვილის (74-ე წუთზე შევიდა) "ზავიშა" შინ 1:3 დამარცხდა "პლოცკთან".

დავით მაქარაძის (88-ე წუთზე შევიდა) "სუვალკი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "სანდესიასთან".

ნორვეგია. "სტაბეკმა" შინ 3:2 მოუგო "სტარტს". გამარჯვებულთა ნახევარმცველი გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.

ჩეხეთი. ლევან ყენიამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა, რაც გვახარებს. მისმა "სლავიამ" სტუმრად აჯობა "ტეპლიცეს" - 1:0.

სლოვაკეთი. "მიხოლავცე" სტუმრად 1:1 დაუზავდა "მორავცეს". სტუმართა რიგებში აკაკი ხუბუტია არ გამოჩენილა.

ავსტრია. რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურმა კვლავ გამოიჩინა თავი "კიცბიუელში". მისმა გუნდმა 6:0 მოუგო "ნოიმარკტს". ლუკამ დუბლი შეასრულა. ლუკამ 5 თამაშში უკვე 8 გოლი გაიტანა. მისი გუნდი 15 თამაშიდან 15 ქულით ჯერ ისევ გასავარდნ ზონაშია.

ფინეთი. გიორგი ოსიტაშვილის კტპ შინ 2:3 დამარცხდა პკ-35-თან. სამწუხაროდ, სტუმართა მეორე გოლი ქართველი მცველის ავტოგოლია. მან მეორე ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო და 64-ე წუთზე შეცვალეს. ეს სათასო შეხვედრა იყო, კტპ გავარდა.

კვიპროსი. თემურ ქეცბაიას აპოელ-ი კვლავ შეუჩერებელია კვიპროსის ჩემპიონატში, ქართველი სპეციალისტის გუნდმა 3:0 გაანადგურა "ახნასი", რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა, ხოლო ბექა ტუღუში მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.

"ანორთოსისმა" სტუმრად 2:1 კი მოუგო "პაფოსს", მაგრამ ორივე ჩვენებური - გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე - ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. წაგებულებში დისკვალიფიკაციის გამო არ იყო მეკარე როინ კვასხვაძე. გია გრიგალავამ, ლევან ხმალაძემ და ნიკოლოზ გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ელგუჯა გრიგალაშვილი შესვენებისას გამოცვალეს.

უჩა ლობჟანიძე შეუცვლელი იყო, მისი "ომონია" სტუმრად 1:2 დამარცხდა აეკ-თან.

ალბანეთი. ქართველთა "ფლამურტარი" "სკენდერბეუსთან" 0:2 დამარცხდა. გიორგი ფოფხაძემ და ბაჩანა ცხადაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

ლიტვა. ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისმა "ტრაკაიმ" კი 3:0 დაამარცხა "გრანიტასი". "ტრაკაი" მეორე ადგილზეა.

ლატვია. მწვრთნელ თამაზ პერტიას "სკონტომ" სტუმრად 3:2 დაამარცხა "დაუგავპილსი".

ესტონეთი. "ფლორამ" უკვე ჩემპიონის რანგში დაამარცხა სტუმრად "ლევადია" - 2:0. გამარჯვებულთა რიგებში 83-ე წუთამდე ითამაშა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

მოლდოვა. ირაკლი გოგინაშვილმა 90 წუთი ითამაშა "საქსანის" შემადგენლობაში. მისი გუნდი შინ "დინამო-აუტოსთან" 0:1 დამარცხდა.

აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ 0:0 დაუზავდა "ზირას" და 19 ქულით მესამე ადგილზე დარჩა. ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს "ინტერში", ლაშა კასრაძე სათადარიგო იყო, გიორგი ლომაია და ზურაბ ხიზანიშვილი - დისკვალიფიცირებულნი.

ქართველთა აზალ-მა სტუმრად 0:2 წააგო ლიდერ "ყარაბაღთან". არც ნუგზარ კვირტიას და არც სანდრო გურულს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სომხეთი. ირაკლი კვეკვესკირის (90 წ.) "მიკამ" "ულისი" 1:0 დაამარცხა, რომლის რიგებშიც არც ერთ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია.

გოგიტა გოგატიშვილის (43-ე წუთზე შევიდა) "განძასარი" სტუმრად "ბანანცთან" განადგურდა - 0:4.

უზბეკეთი. გიორგი კვესიეშვილის (90 წ.) "ყიზილყუმი" სტუმრად "ნავბახორთან" დამარცხდა - 1:2.

"ფახთაქორმა" სტუმრად 2:1 მოუგო "მაშალს". კახა მახარაძემ 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ერთპიროვნული ლიდერია.

აშშ. ჩრდილოეთ ამერიკის სოკერ ლიგა (NASL). ზურაბ ცისკარიძე სასტარტოში იყო "სან ანტონიოსა" და "მინესოტას" მატჩში (2:2). ის მატჩის მიწურულს შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომან ჭანტურიამ 3 გოლი გაიტანა სერია ა ს 19 წლამდელთა ემპოლში ,არ დაწერეთ თუ გამოგრჩათ?
ედისონი
16:45 02-11-2015
0
რა დონე გვაქ რო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 3-მე დივიზიონშიც ვერ ხვდება ძირითადში :D :D:D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული