გიორგი არაბიძის გოლი "შახტარის" თვის საუკეთესოთა ნომინაციაშია

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 წლის გიორგი არაბიძის პროგრესი ოქტომბერში თვალშისაცემია. მას ჯერ დუბლებში თამაშის უფლება მისცეს, რაც ქართველმა შემტევმა უეფას იუნიორთა ლიგაზე "მალმიოს" წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაშით და გოლით აღნიშნა.

შემდეგ მირჩა ლუჩესკუმ გიორგი პირველ გუნდში დააწინაურა, ჯერ უკრაინის თასზე, შემდეგ კი "ზორიას" წინააღმდეგ პრემიერლიგაშიც.

დონეცკის "შახტარის" ოფიციალური გვერდი აწყობს გამოკითხვას, რომელი იყო ოქტომბერში "შახტარის" საუკეთესო გოლი. სასიხარულოა, რომ ნომინანტებში არაბიძის გოლიცაა "მალმიოს" კარში.

ხმის მიცემა ამ მისამართზე შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო ლევან. ფეხბურთის მტერი კი არა მისი ნადვილი გულშემატკივარი ხარ, უბრალოდ ასეა, ყველა ინდივიდუალურია და თავისებურად უყურებს ფეხბურთს და ფეხბურთელებს. ღმერთმა დაგვიფაროს ყველას ერთი აზრი გვქონდეს ყველაფერზე. თუ ვინმე არ გაიზიარებს თქვენ აზრს ამისთვის ნუ დაიბოღმებით.
gizog
09:39 03-11-2015
0
გიო ლომი ხარ!
lelo
19:53 02-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული