მას ძირითადისთვის ბრძოლა შეუძლია - ვერკოტერენს გიორგი ლორია მოეწონა!

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ბელგიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ ვერკოტერენმა განაცხადა, რომ რუსეთის თასზე, მოსკოვის "დინამოსთან" გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარის, გიორგი ლორიას თამაში მოეწონა.

ეს იყო ლორიას დებიუტი "კრილიაში". მას ჯერაც მოსაპოვებელი აქვს ადგილი სამარელთა გუნდის ძირითადში და ბელგიელი დამრიგებლის სიტყვები ამადაცაა მნიშვნელოვანი.

"მინდა, ლორიას დებიუტი დადებითად შევაფასო. მას კარგა ხანია, არ უთამაშია. ამ დროს, როცა სეზონი უკვე კარგა ხნის დაწყებულია, მინდორზე გასვლა იოლი არ არის.

ლორიას ბევრი კარგი თვისება აქვს.
მას შეუძლია, იბრძოლოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად.

საერთოდ, როგორც მწვრთნელს, მსურს, ჩემს გუნდში სამივე მეკარე კონკურენტუნარიანი იყოს. დღეს ერთი პირველი ნომერია "კრილიაში", მაგრამ ხვალ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, თუ კონკურენტი დაამტკიცებს, რომ უკეთესია მთავარ მეკარეზე. ასეთ შემთხვევაში, სწორედ ის ითამაშებს", - თქვა ვერკოტერენმა.

შეგახსენებთ, რომ ლორია "კრილია სოვეტოვში" ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" მივიდა. "კრილიამდე" ლორიას გადაბირება არაერთ გუნდს სურდა, მათ შორის - "დუისბურგს", "ნოტინგემს" და, რაც მთავარია, "ჩელსის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ამელიას დაუჯერებთ სადაც მან განაცხადა რომ როდესაც ჩელსის 1 მეკარე დარჩა შეცვლაზე და სასწრაოდ ეძებდნენ მეკარეს, მან თვითონ დაურეკა პერსონალის წევრს რომ სურდა ჩელსიში გადასვლა და მხოლოდ მერე დაუკავშირდა მას მაურინიო, ვფიქრობ რომ ლორია შეიძლებ მართლაც აინტერესებდათ, მითუმეტეს კრილიას გენერალურმა დირექტორმაც აღიარა რომ მასაც დაუკავშირდა ჩელსი.
ტყეშელაანთ გიჟი
15:53 03-11-2015
0
:D ცხადაძეს რო დაუჯერო ეს მაურინიოს უნდოდა :D:D:D:D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული