დღის კარიკატურა: გიორგი პაპუნაშვილის სოლო "ბრემენელ მუსიკოსებში"

AutoSharing Option
ახლახან გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მესამე ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი "ხიმნიცერთან" ჩაატარა და სადებიუტო გოლიც შეაგდო. გარდა იმისა, რომ 20 წლის ქართველი ნახევარმცველის გოლი ერთობ ეფექტური იყო, გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანიც აღმოჩნდა "ბრემენელი მუსიკოსებისთვის" ("ვერდერის" მეტსახელი).

გიორგის გარჯას სულაც არ ვაზვიადებთ, ის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რომელიც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

ჩვენ კი გვჯერა, რომ ყველაფერი წინაა და პაპუნაშვილი სულ მალე ნამდვილ კონცერტს "ვერდერის" მთავარ გუნდთან ერთად ჩაატარებს!

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: არაბიძის დებიუტი, პაპუნაშვილის პირველი
გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაროჩე რაა, ჯერ ვერდერის პირველი გუნდის სიძლიერე რა ვთქვი და მერე მესამე რა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ!!! და ტიპი ამ გუნდშიც მწარე ზამენაა და ნუ გადაგვდგით და გადაგვაყოლეთ ამ ერთ გოლს.
fraternity
09:47 05-11-2015
0
fraternity, მისმინე ძმა, ვერდერის გუნდი გინდ მესამე იყოს და გინდ პირველი,მაინც გერმანიაა, ევროპაა და ფეხბურთელის ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო პირობებია. თუ პაპუნაშვილი იშრომებს და იმუშავებს საკუთარ თავზე, ვერდერის პირველ გუნდშიც ითამაშებს და უფრო ძლიერ გუნდშიც, ეს გოლი კი პირველი ნაბიჯი იყო მაგისთვის და კიდევ უნდა მოუმატოს. აბა ის დრო აღარაა ქართველები ძლიერ გუნდებში რო მიდიოდნენ და გუნდის ლიდერები ხდებოდნენ მალევე, დღეს სხვა დროა და რას ვიზამთ. ყაზაიშვილიც თავიდან რამდენჯერ ხვდებოდა ვიტესის ძირითადში? მაგრამ ახლა გუნდის ლიდერი და ჩვენი ერთ-ერთი იმედია.
ფაშა
10:21 05-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული