"ომონიამ" ქეცბაიას გუნდის შეჩერება მოახერხა - 2:2. ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა.
* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზაურ სვანაძის დამოძღვრილი "ინტერი" "გაბალას" ეწვია და ფრედ ითამაშა - 1:1. სტუმართა შორის სრულად ითამაშა დისკვალიფიკაციამოხდილმა ზურაბ ხიზანიშვილმა. მცირე ტრავმა მიიღო ლაშა სალუქვაძემ, რომელიც 71-ე წუთზე ლაშა კასრაძემ შეცვალა. ბაქოელთა განაცხადში არ ყოფილან ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი (ტრავმა) და მეკარე გიორგი ლომაია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"