თურქეთის ჩემპიონატში 11 ტურია ნათამაშები, "ტრაბზონსფორს" კი 14 ქულით მე-12 პოზიცია უჭირავს.
გუშინ "ლელო" შოთა არველაძეს თურქეთში დაუკავშირდა...
- მართალია, რომ "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვეთ?
- კი, მართლია. კლუბის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ.
- რა არის გუნდიდან თქვენი წასვლის მთავარი მიზეზი? მხოლოდ შედეგი?
- შედეგი. იმდენი მოსაგები თამაში ვერ მოვიგეთ...
-
- ლონდონში ვიყავი საქმეზე, ჩამოვედი და შევხვდი "ტრაბზონსფორის" ხელმძღვანელობას. სულ ეს იყო...
- ფაქტია, კლუბის შიგნითაც იყო პრობლემები...
- ფეხბურთში ასეა, ყველა გუნდშია პრობლემა. ყველაფერზე ღიად ვერ ილაპარაკებ...
- რამე შეთავაზება ხომ არ გაქვთ?
- არანაირი. ჯერ საათიც არ არის, რაც კონტრაქტი გავწყვიტეთ და... ალბათ, ცოტა ხნით დავისვენებ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"