შოთა არველაძე: ყველაფერზე ღიად ვერ ილაპარაკებ...

AutoSharing Option
42 წლის შოთა არველაძე თურქული "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. კლუბის ლეგენდამ პოსტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დატოვა. შოთამ და "ტრაბზონსფორმა" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

თურქეთის ჩემპიონატში 11 ტურია ნათამაშები, "ტრაბზონსფორს" კი 14 ქულით მე-12 პოზიცია უჭირავს.

გუშინ "ლელო" შოთა არველაძეს თურქეთში დაუკავშირდა...

- მართალია, რომ "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვეთ?
- კი, მართლია. კლუბის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ.

- რა არის გუნდიდან თქვენი წასვლის მთავარი მიზეზი? მხოლოდ შედეგი?
- შედეგი. იმდენი მოსაგები თამაში ვერ მოვიგეთ...

-
ზუსტად როგორ მოხდა კლუბთან თქვენი განშორება?

- ლონდონში ვიყავი საქმეზე, ჩამოვედი და შევხვდი "ტრაბზონსფორის" ხელმძღვანელობას. სულ ეს იყო...

- ფაქტია, კლუბის შიგნითაც იყო პრობლემები...
- ფეხბურთში ასეა, ყველა გუნდშია პრობლემა. ყველაფერზე ღიად ვერ ილაპარაკებ...

- რამე შეთავაზება ხომ არ გაქვთ?
- არანაირი. ჯერ საათიც არ არის, რაც კონტრაქტი გავწყვიტეთ და... ალბათ, ცოტა ხნით დავისვენებ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
შოთიქა გენაცვალე შენ ბიჭო. გული არ გაიტეხო! მეც ტრაბიზონელი ვარ. შენ ჩვენი ლეგენდი ხარ,მუდამ ჩვენი გულში ხარ. გაიხარე კაცო.
ომარი თურქეთიდან...
17:52 12-11-2015
0
შოტი შენ გენაცვალე საკართველოს სიამაყე ხარ
თამაზი
17:04 12-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული