გიორგი გოროზია: ვფიქრობ, უსამართლოდ დავრჩი ახალგაზრდულ ნაკრებს მიღმა!

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ ნორვეგიის ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა - "სტაბეკი" ტიპელიგაში მესამე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ქვეყნის ღირსებას ევროპალიგაში დაიცავს.

სეზონი მორჩა და გუნდი ეგრევე დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, ამერიკის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ბობ ბრედლიმ, ვინც კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

საკლუბოს გარდა, გოროზიას სანაკრებო თემაზეც ვესაუბრეთ. ამჯერად, ის არ არის გამოძახებული საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში...

- გიორგი, როგორი იყო გასული სეზონი "სტაბეკისთვის" და პირადად თქვენთვის?
- ძალიან წარმატებული წელი იყო გუნდისთვის. ნორვეგიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით და "სტაბეკი" მომავალ სეზონში ევროპალიგაზე
ითამაშებს. ეს დიდი მოტივაციაა როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის. ამ სეზონმა ფასდაუდებელი გამოცდილება შემძინა. პრაქტიკულად, ეს იყო ჩემი პირველი სრული სეზონი და გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამ ვისწავლე ისეთი სპეციალისტისგან, როგორიცაა ბობ ბრედლი.

- რატომ დატოვა ბრედლიმ "სტაბეკი"?
- ის ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მწვრთნელია. მან "სტაბეკში" დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და შეთავაზება მიიღო საფრანგეთის ლიგა 2-ის "ლე ავრისგან". ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება "სტაბეკის" ახალი მწვრთნელი.

- თქვენ მიმართ თუ არის ინტერესი სხვა კლუბებისგან?
- არის რაღაც ვარიანტები, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხუთშაბათს ესპანეთს შეხვდება. თქვენ არ ხართ სანაკრებო სიაში...
- ვფიქრობ, უსამართლოდ დავრჩი ნაკრებს მიღმა. ასეთ ჩემპიონატში ვთამაშობ, ბევრი შეხვედრა ჩავატარე, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ... ვფიქრობდი, რომ შევძლებდი ახალგაზრდული ნაკრების დახმარებას, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს...

რას ვიზამთ... მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთსა და შვედეთთან ევროშესარჩევ მატჩებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტავ ისეთი ქართველი მწვრთნელი მაჩვება ვინც არ არის ფეხბურთელების შინაურობით მიყვანაში ეჭვმიტანილი.
ამიტომ ვართ ასე სამწუხაროდ.
ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ეს ყველამ ვიცით
ioseb
22:13 12-11-2015
0
ჩივაძემ უნდა დატოვოს პოსტი. ეგ კაცი შემჩნეულია შინაურობით ფეხბურთელების გამოძახებაში. არ არის ობიექტური სელექციაში და პირიქით მიკერძოებულია.
გიორგი შენ გული არ გაიტეხო, მოვა ახალი მწვრთნელი და შენთვისაც გაიღება ნაკრების კარი. წარმატებები გოროზიას!
georgiano
16:48 12-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული