სეზონი მორჩა და გუნდი ეგრევე დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, ამერიკის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ბობ ბრედლიმ, ვინც კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.
საკლუბოს გარდა, გოროზიას სანაკრებო თემაზეც ვესაუბრეთ. ამჯერად, ის არ არის გამოძახებული საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში...
- გიორგი, როგორი იყო გასული სეზონი "სტაბეკისთვის" და პირადად თქვენთვის?
- ძალიან წარმატებული წელი იყო გუნდისთვის. ნორვეგიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით და "სტაბეკი" მომავალ სეზონში ევროპალიგაზე
- რატომ დატოვა ბრედლიმ "სტაბეკი"?
- ის ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მწვრთნელია. მან "სტაბეკში" დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და შეთავაზება მიიღო საფრანგეთის ლიგა 2-ის "ლე ავრისგან". ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება "სტაბეკის" ახალი მწვრთნელი.
- თქვენ მიმართ თუ არის ინტერესი სხვა კლუბებისგან?
- არის რაღაც ვარიანტები, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხუთშაბათს ესპანეთს შეხვდება. თქვენ არ ხართ სანაკრებო სიაში...
- ვფიქრობ, უსამართლოდ დავრჩი ნაკრებს მიღმა. ასეთ ჩემპიონატში ვთამაშობ, ბევრი შეხვედრა ჩავატარე, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ... ვფიქრობდი, რომ შევძლებდი ახალგაზრდული ნაკრების დახმარებას, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს...
რას ვიზამთ... მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთსა და შვედეთთან ევროშესარჩევ მატჩებში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გიორგი შენ გული არ გაიტეხო, მოვა ახალი მწვრთნელი და შენთვისაც გაიღება ნაკრების კარი. წარმატებები გოროზიას!