ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის

AutoSharing Option
17 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. იცით, რომ ამ გუნდის მეკარე ოთარ გოშაძე თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "ქასიმფაშაში" ვარჯიშობს. ამ კლუბთან მისი ურთიერთობის საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს.

აი, რა გვითხრა ახალგაზრდა მეკარემ:

"18 წლის უკვე გავხდი და ახლოვდება ის დღე, როცა "ქასიმფაშაში" ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს. იანვარში სატრანსფერო "ფანჯარა" გაიხსნება და ყველაფერი სწორედ მაშინ გაირკვევა.

"ქასიმფაშაში" მწვრთნელებს მოვწონვარ
და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ გუნდში უნდა დავრჩე და იანვარში პროფესიული კონტრაქტი გავაფორმო. ამის გამო ალტერნატიულ ვარიანტზე არ ვფიქრობ და არც დავინტერესებულვარ, ვინმე თუ მიწვევს.

ჩემი კლუბით, იქაური მომზადებით, თანაგუნდელებითა და გარემოთი კმაყოფილი ვარ, მაგრამ წინასწარ და გადაჭრით მაინც არ მინდა ამაზე ვილაპარაკო, რადგან კაცმა არ იცის, რა მოხდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული