ლეგიონის უქმეები: საუკეთესო ლორია, არაბიძის და ხოჯავას გოლები საჯარიმოდან [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართული ლეგიონი საქმეს შეუდგა - უზბეკეთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა კახა მახარაძემ; თემურ ქეცბაია პირველად დამარცხდა ჩემპიონატში და თანაც, თავის ყოფილ გუნდთან; ქართული გოლები გავიდა სომხეთში; გიორგი არაბიძემ თავი კიდევ შეგვახსენა, ამჯერად, 19-წლამდელებში.

ჩვენებურებმა გოლები სხვაგანაც გაიტანეს...

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა სასტარტოში იყო და მან თავიდან ბოლომდე ითამაშა "მონპელიესთან" მატჩში, მაგრამ მისმა "რეიმსმა" ზედიზედ მე-6 ტურში დათმო (1:3). ჯაბა ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ მის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი. მისი 50 პასიდან მხოლოდ 74% იყო ზუსტი.

იტალია. სერია
A.
ტოსკანურ დერბიში "ფიორენტინას" წინააღმდეგ "ემპოლის" ვერ დაეხმარა ტრავმირებული ლევან მჭედლიძე.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (56-ე წუთზე შევიდა) "ტუტოკუოიომ" "სანტარკანგელოს" 1:0 მოუგო.

გერმანია. II ბუნდესლიგა. სანაკრებო თამაშებიდან "დუისბურგში" მიბრუნებულმა გიორგი ჭანტურიამ ბოლო 25 წუთი ითამაშა "დიუსელდორფთან" მატჩში (1:1), რომელშიც მისი თანაგუნდელი ლაშა დვალი განაცხადში არ ყოფილა. "დუისბურგი" 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგმა" 4:1 მოუგო "პადერბორნს". ჩვენებური მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, 4:0-ზე. "ფრაიბურგი" 29 ქულით პირველ ადგილზეა.

III ბუნდესლიგა. გიორგი პაპუნაშვილის (90 წ) "ვერდერი II" შინ 0:1 დამარცხდა "ოსნაბრუკთან".

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას (სათადარიგო) "ბრენტფორდმა" 2:1 მოუგო "ნოტინგემ ფორესტს" და 24 ქულით მე-11 ადგილზეა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" სტუმრად "დენ ჰააგს" დაუზავდა - 2:2. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი 81-ე წუთზე გამოცვალეს.

ბელგია. ჟუპილერლიგა. ქართველთა "გენკმა" სტუმრად დაამარცხა "ლეუვენი" - 3:1. თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო, ლუკა ზარანდია განაცხადში ვერ მოხვდა.

პორტუგალია. ქვეყნის თასზე გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" სტუმრად 1:0 მოუგო "მალვეირას".

3:1 იმარჯვა სტუმრად "ჟილ ვისენტემ" "კასტელო ბრანკოსთან", რომლის მესამე გოლი 86-ე წუთზე ავთო ებრალიძემ გაიტანა.

რუსეთი. პრემიერლიგა. საბა კვირკველიას (90 წ) "რუბინმა" სტუმრად "ამკარი" 2:1 დაამარცხა. კვირკველიამ "ჩემპიონატისგან" 7 ბალი დაიმსახურა.

მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა გიორგი ლორიას (90 წ) "კრილიამ", რომელმაც სტუმრად 2:0 დაამარცხა ცსკა. ჩვენებურმა მაღალი შეფასება მიიღო - 8,5 ბალი. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ადის იაჰევიჩმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო მეკარე ლორიაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნუკრი რევიშვილის "მორდოვია" შინ 1:1 დაუზავდა მოსკოვის "დინამოს". ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, მამუკა კობახიძე "მორდოვიას" სათადარიგო იყო.

სათადარიგო იყო თედო გრიგალაშვილიც, ხოლო მისი "ტერეკი" სტუმრად "ყუბანს" დაუზავდა - 2:2.

ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე "სპარტაკმა" "კრასნოდარს" 3:2 აჯობა.

I დივიზიონი. "სკა ენერგია"-"ვოლგას" მატჩში (1:1) თავი გოჩა ხოჯავამ გამოიჩინა - 25-ე წუთზე მან საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა. კახა ალადაშვილი "სკა-ენერგიას" განაცხადში არ ყოფილა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არმავირი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "სარატოვს". ირაკლი ჭეჟია ბოლო წუთზე შეცვალეს, ირაკლი გეფერიძე 72-ე წუთზე შევიდა, ზურაბ არზიანი განაცხადში არ იყო.

უკრაინა. პრემიერლიგა. გიორგი გადრანისა (90 წ) და დავით ხოჭოლავას (ტრავმა) "ჩერნომორეცი" "დნიპროს" 0:0 დაუზავდა.

გიორგი არაბიძე "შახტარის" არც ძირითად გუნდში ყოფილა და არც დუბლებში, მან 19-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშა და "ოლექსანდრიას" კარში ერთი თავად გაიტანა საჯარიმო დარტყმით და ერთიც მის დარტყმულს დაამატეს - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დავით თარგამაძის
(67-ე წუთზე შეცვალეს) "ოლექსანდრიამ" 2:0 მოიგო "მეტალურგთან".

"სტალი" "კარპატის" 1:1 დაუზავდა, ბუბა დაუშვილი ლვოველთა რიგებში შესვენებაზე გამოცვალეს.

ჯაბა ლიპარტია "მეტალისტთან" შეხვედრაში "ზორიას" სასტარტოში იყო, ის შესვენებაზე შეცვალეს.

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის (სათადარიგო) "რიზემ" სტუმრად "ოსმანლი" დაამარცხა - 1:0.

I ლიგა. ალეკო ამისულაშვილის (90 წ) "ქარშიაქა" "გირესუნთან" 1:3 დამარცხდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. "ლეხთან" მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია "პოგონის" ფორვარდ ლადო დვალიშვილს.

I ლიგა. გიორგი ალავერდაშვილის (61-ე წუთზე შევიდა) "ზავიშა" შინ 2:2 დაუზავდა "არკას".

დავით მაქარაძის (სათადარიგო) "სუვალკი" შინ 0:1 დამარცხდა "კატოვიცესთან".

დანია. "ორჰუსი"-"ბრონდბიუს" შეხვედრაში (1:1) მათე ვაწაძე 67-ე წუთზე გამოვიდა.

ჩეხეთი. "სლავიამ" ხელმოტეხილი ლევან ყენიას გარეშე მოუგო "სლოვაცკოს" - 2:0.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიამ 90 წუთი ითამაშა "მიხალოვცეს" საგარეო მატჩში "დუნაისკა სტრედასთან" - 1:3.

კვიპროსი. დიდი ინტერესით ელოდნენ თემურ ქეცბაიას პირველ დაპირისპირებას ყოფილ გუნდ "ანორთოსისთან". აპოელ-მა სეზონში პირველი მარცხი განიცადა - 0:2. გამარჯვებულთა რიგებში გიორგი აბურჯანია 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა.

"პარალიმნიმ" 2:1 დაამარცხა "ახნასი", რომლის რიგებშიც 76-ე წუთზე გამოჩნდა შოთა გრიგალაშვილი, ხოლო ბექა ტუღუში ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ქართველთა "პაფოსი" 0:0 დაუზავდა "აპოლონს". როინ კვასხვაძე და გია გრიგალავა (გააფრთხილეს) სასტარტოში იყვნენ, ლევან ხმალაძე 82-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნიკოლოზ გელაშვილი და ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

უჩა ლობჟანიძის (სათადარიგო) "ომონიამ" სტუმრად აჯობა "არისს" - 1:0.

ლიტვა. ბოლოსწინა ტურში "ტრაკაიმ", რომელიც ტურნირს მეორე ადგილზე დაასრულებს, სტუმრად 5:1 გაანადგურა "სპირისი". ნიკა აფაქიძე მინდორზე შესვენების მერე შევიდა.

მოლდოვა. ქართველთა "საქსანი" შინ 1:3 დამარცხდა "დაჩიასთან".

სომხეთი. "განძასარი" ესტუმრა "არარატს" და 2:2 დაუზავდა. სტუმრები 54-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა დააწინაურა, თუმცა "განძასარმა" მე-4 დამატებულ წუთზე გაუშვა. ეს გოგატიშვილის მე-3 გოლია ჩემპიონატში. ქართველის გუნდი მე-3 ადგილზეა.

"მიკას" რიგებში თავი გამოიჩინა ირაკლი კვეკვესკირმა. მან მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში "ბანანცთან", თუმცა საბოლოოდ ქართველის გუნდი 1:2 დამარცხდა.

უზბეკეთი. იქაური პრემიერლიგა დასრულდა და ჩემპიონი კახა მახარაძის "ფახთაქორი" გახდა, რომელმაც ბოლო ტურში "ანდიჟონს" 6:0 მოუგო. "ფახთაქორმა" ჩემპიონატი 75 ქულით ჩაამთავრა და ერთით გაუსწრო "ლოკომოტივს". მახარაძემ შეუცვლელად ითამაშა. 28 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე ჩემპიონატში 23 თამაში და 6 გოლია. ის მესამედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი და ზედიზედ მეორედ.

გიორგი კვესიეშვილის (90 წ.) "ყიზილყუმი" ბოლო ტურში "ნეფთჩისთან" 0:2 დამარცდა და ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. 29 წლის მცველმა 25 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ გაახურეთ საქმე ამ არაბიძით. დადგეს ჯერ ფეხბურთელი აცადეთ. ეზოში ტაბახმელელი დათოიაც მაგრად თამაშობს.
toka77
12:11 23-11-2015
0
კანკავას გარდა, ყველა ერთად აღებული ვერ აჯობებს იმ ახალგაზრდა არაბიძის ნეკის თითს.მას დააკვირდით.
heheeee
11:54 23-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული