"როგორც ჩანს, იანვარში "გენკში" დიდი გასუფთავება იგეგმება. ერთ-ერთი ფეხბურთელი, კერძოდ კი, თორნიკე ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, იანვარში დატოვებს გუნდს. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა მალე შეატყობინებს თავად ფეხბურთელს.
ნახევარმცველმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა, ავადმყოფობის მიზეზით. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი უკმაყოფილო უნდა იყოს, რადგან პეტერ მაესის ხელში ოქრიაშვილს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა.
ტექნიკური დირექტორი დიმიტრი დე კონდე მალე შეხვდება ფეხბურთელსა და მის აგენტს.
სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთს დაშორდებიან. ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლის წინათ "გენკს" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდა, ამის
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ოქრიაშვილი "ჩერნომორეციდან" გადავიდა "გენკში". ამის მერე მან 32 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მას 2017 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი "გენკთან".
"გენკში" კიდევ ერთი ქართველი ირიცხება, ლუკა ზარანდია.
ე ბიჭო დაანებრთ თავი ... წერასმ
ეს კაცი არ არის ფეხბურთელია და ამის ადგილი არ არის ეროვნულ ნაკრებში, ამას რა უნდა თვითონ არ იცის და ჩვენ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩვენი ტკივილი გვეყოფა და ამას კიდევ ნუ გვიმატებთ. წავიდეს და ქინქლაზეს მიუჯდეს ნახავენ საერთო ენას