თედორე გრიგალაშვილმა სავიზო პრობლემა მოაგვარა და "ტერეკს" შეუერთდა

AutoSharing Option
22 წლის მცველი თედორე გრიგალაშვილი გროზნოშია, სადაც ადგილობრივ "ტერეკს" მას მერე შეუერთდა, რაც სავიზო პრობლემები მოაგვარა.

"ამ მხრივ უკვე ყველაფერი მოგვარებულია. ახლა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ", - გვითხრა გუშინ გრიგალაშვილმა, რომელსაც ჩეჩნეთის დედაქალაქში შევეხმიანეთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიგალაშვილს "ზესტაფონსა" და "სამტრედიაში" უთამაშია. იყო ახალგაზრდული ნაკრების წევრიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული