სულ სხვა ოქრიაშვილს ნახავთ... მენეჯერის თქმით, თორნიკეს "ვერდერის" ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნული ნაკრების გამორჩეული ფიგურაა და გასაკვირი არ არის, რომ მუდამ ყურადღების ქვეშაა. ბოლო დღეებში მასზე ხშირად ვწერდით. იცით, რომ ორშაბათს ის ვარჯიშზე არ გამოცხადდა და კლუბში წერილი გაგზავნა, სადაც მიზეზად გრიპი დაასახელა. ბელგიური საიტები კი წერდნენ, რომ რეალური მიზეზი ქართველი შემტევის უკმაყოფილებაა მწირი სათამაშო პრაქტიკის გამო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოქრიაშვილი სამშაბათს "გენკის" საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა...

ლაპარაკია იმაზეც, რომ ზამთარში ჩვენებური ბელგიურ კლუბს დატოვებს. რა ხდება რეალურად? ამის გასარკვევად, ოქრიაშვილის მენეჯერ მამუკა ამიროვს დავუკავშირდით...

- ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების
საკვანძო მოთამაშეა და ცხადია, მისი ბედი ძლიერ გვაღელვებს...

- ოქრიაშვილი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. ამიტომ, მისი პერსონის მიმართ ბელგიური და ქართული მედიის ინტერესიც შემთხვევითი არ არის და ეს კარგად მესმის.

- გამოცემა Voetbalnieuws-ის ცნობით, იანვარში "გენკი" დიდ წმენდას გეგმავს და ეს ოქრიაშვილსაც შეეხება. იყო ასეთი ინფორმაციაც, თითქოს "გენკის" სპორტული დირექტორი ფეხბურთელსა და მის მენეჯერს, ანუ თქვენ შეგხვდებათ და კლუბიდან მისი გაშვების ამბავს გაცნობებთ...
- ოქრიაშვილი იანვარში რომ გუნდს დატოვებს, ეს მეც შემიძლია დაგიდასტუროთ. მაგრამ ტყუილია, თითქოს მას "გენკიდან" უშვებენ, არა - ეს თავად თორნიკეს სურვილია. მას "გენკში" დარჩენა აღარ უნდა. დიდი ალბათობაა, რომ სხვა გუნდში ახალ წლამდეც კი გადავიდეს.

- ანუ, შესაძლოა, "გენკის" ვარჯიში მართლაც უკმაყოფილების გამო გააცდინა?
- არა, ეს ტყუილია. თორნიკე ნამდვილად გაციებული იყო და ვერ ივარჯიშებდა. საერთოდ, რომ იცოდეთ, მასზე გავრცელებული ხმების საკმაოდ დიდი ნაწილი ჭორია. ავადმყოფობის გამო სამსახური არ გაგიცდენიათ? მე ის მიკვირს, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტები სასკანდალო რატომ ხდება? გუშინ ჩვეულებრივად ივარჯიშა...

- Voetbalnieuws იმასაც წერს, ქართველი "გენკს" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ ძალიან ცოტა საინტერესო რამ შემოგვთავაზაო...
- კიდევ ერთხელ ვამბობ: გუნდიდან წასვლა თავად თორნიკეს სურვილია. ის უკმაყოფილოა მწვრთნელის დამოკიდებულებით, რადგან ძირითადში არ ათამაშებს. არადა, ის რომ სასარგებლო მოთამაშეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უნდობლობას კი ნებისმიერი მოთამაშე გაურბის.

თორნიკე არც უთავმოყვარეო ფეხბურთელია, მხოლოდ ხელფასის აღებით რომ დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, ის სათამაშო პოზიციითაც უკმაყოფილოა. მას "გენკში" სულ ფლანგზე ათამაშებენ, არადა, ცენტრში გაცილებით სასარგებლოა. მერე უკვირთ, ორზე მეტი გოლი რომ ვერ გაიტანაო?!

- "გენკის" შემდეგ რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ?
- შესაძლოა, უკეთეს ჩემპიონატში და, შესაბამისად, უკეთეს გუნდშიც გადავიდეს. რამდენიმე წინადადება აქვს და დიდი ალბათობით, ევროპაში დარჩება. მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას. მხოლოდ ერთი მათგანი შემიძლია გაგიმხილოთ - "ვერდერი" ისევ არის დაინტერესებული. მაგრამ ეს 100-პროცენტიანი ვარიანტი არ არის, გერმანულ კლუბთან მოლაპარაკება გრძელდება და ვმუშაობთ...

რეალურია მეორე ვარიანტიც და შესაძლოა, ბელგიის სხვა გუნდში გადავიდეს... მთავარია მაინც არა ლიგა და გუნდის სახელი, არამედ, თავად თორნიკეს სურვილი - წავიდეს იქ, სადაც მწვრთნელი იქნება მისი მისვლით დაინტერესებული, ნდობას გამოუცხადებს და მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ათამაშებს...

ძალიან გაბუქებულია, თითქოს თორნიკე რეჟიმის დამრღვევია. დამიჯერეთ, ბოლო ერთი წელიწადია, ის ძალიან შეიცვალა. იცოდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონასტერში ცხოვრობდა?.. მან ვარჯიშებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება, უფრო გულიანადაც ვარჯიშობს... ეს მე ძალიან მახარებს.

ბელგიაში პირველი წრის დასრულებამდე ცოტაღა დარჩა. 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ოქრიაშვილი სხვა გუნდში წავა და მჯერა, მერე ყველა სულ სხვა თორნიკეს ნახავთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
რა ჩაიდინა უდისციპლინობა რა გააჭირეთ საქმე, ბევრი გყვავს ოქრისნაირი ფეხბურთელი.
gocha
29 ნოემბერი 2015 10:29
0
ოქრი დაანებე ფეხბურთს თავი ბირჟაზე გადმოდი
joka
29 ნოემბერი 2015 09:21
0
ოქრი დაანებე ფეხბურთს თავი ბირჟაზე გადმოდი
joka
29 ნოემბერი 2015 09:21
0
კი მართლაია ,,სხვა ოქრიასვილ ნახავთ'' ოღონდ წირითადთად ვარჯიშიც რომ მოენატრება ეგეთს :(, ეგეთი უდისწიპლინი ფეხბურთელი გერმანიასი დუბლების თადარიგში დაბერდება..
მწარე
29 ნოემბერი 2015 01:09
0
დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე რო ღირს თუ არა თქვენთვის ამის თქმა, არ ღირს მაგრამ მაინც გეთყვით იმიტო რომ,საკუთარი თავი მინდა დაინახოთ. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ეს ,,დისციპლინებული საზოგადოება,, დილით აბაზანაში სახეს რო იბანს სარკესთან ზურგით დგას უკუღმა, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენიხართ.. რომელი ხართ ამ ბიჭზე უკეთესი?! სარკეში სწორად ჩაიხედეთ ჯერ,მერე თქვენ რო იცით გააკრიტიკეთ თქვენი თავი ,,დისციპლინის შესაბამისად,, და ბოლოს რომელიც წახვალთ თქვენს საქმეზე კარგი განწყობით და შემართებით ისე რომ პროგრესი განიცადოთ გამაგებინეთ. და კიდევ ვინც ცოლის და შვილის წინ სამსახურს დააყენებს იმ დისციპლინაში გაგიმარჯოთ..
ჩორნა
29 ნოემბერი 2015 00:17
0
თოკო, უკვე დროა გააჩუმო შენი ასე მაგრათ ''კეთილისმსურველები". შენი ნამდვილი გულშემატკივარი მარტო ბელარუსიის და ირლანდიის გოლებისთვის არ გაგიმეტებს ასეთი შეფასებებისთვის. თოკო ვინც გიცნობთ, ყველამ ვიცით შენი ჟილკიანობის ამბავი და ყოველ დღე ველოდებით შენს დიდ ფეხბურთს. გაიხარე და იდღეგრძელე შენს ოჯახთან ერთად.
gizog
28 ნოემბერი 2015 17:06
0
არვიცი კითხულობს თუ არა ამას ოქრი,მაგრამ მინდა იცოდეს, რომ მე პირადად და ბევრ ქართველს მისი სჯერა!!!ერთ-ერთი საუკეთესოა დღევანდელ ქართველ ფეხბურთელთა შორის.წარმატებები!!!!
z.777
28 ნოემბერი 2015 16:12
0
რას იბოღმებით,გაუმარჯოს ოქრის!
ნიკოლოზ
28 ნოემბერი 2015 15:12
0
ამის პროფესიონალობა არ გაიშვა ხელიდან! რამოდენიმე კვირის წინ ღამის 3 საათზე მთვრალი დადიოდა ჰოლანდიაში... ჭორების 70% სიმართლეა სამწუხაროდ
ლ.გ.
28 ნოემბერი 2015 15:06
0
მენტალიტეტი და კაცობა არაფერ შუაშია,ოქრიაშვილს .... აქვს და ის სიბრალულს იმსახურებს,კაგად დააკვირდით მის ქცევებს და ყველაფერი ნათელი გახდება.
roma
28 ნოემბერი 2015 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული