15:03 26-11-2015
გიორგი ლორია: არც გვიძინია, ისე გავედით ცსკა-სთან სათამაშოდ...
AutoSharing Option
გიორგისთვის კარგი თამაში კიდევ ერთი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი - ის "კრილიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობს. მას რუსულ კლუბში ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდა მისვლა და შესაძლებლობების დამტკიცება თავიდან უწევს.
"ლელო" ლორიას სამარაში შეეხმიანა...
- პირველ რიგში, ცსკა-სთან მატჩი შეაფასეთ. ფაქტია, "კრილია სოვეტოვის" გამარჯვებას ბევრი არ ელოდა...
- რთული თამაში იყო, რადგან ცსკა ძალიან ძლიერი გუნდია, ცხრილის სათავეში დგას, ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს, შესანიშნავადაა დაკომპლექტებული და მცოდნე მწვრთნელი ხელმძღვანელობს.
ამას დაემატა ჩვენი პრობლემები. საქმე ისაა, რომ თვითმფრინავის გაუმართაობის გამო წინა დღით ვერ გავფრინდით მოსკოვში. დავბრუნდით ჩვენს ბაზაზე და მეორე დილას, გამთენიისას, ხუთ საათზე მოგვიხდა ადგომა. გამოუძინებლები ვიყავით. მერე ფრენა, თამაში... მოკლედ, პრაქტიკულად, არც გვიძინია, ისე გავედით სათამაშოდ.
- ფეხბურთზე მწერალმა ყველა რუსულმა გამოცემამ სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანათ. რა ჩაიდინეთ ასეთი? არ იშურებენ ეპითეტებს - "გმირი", "ბრწყინვალე", "ლორიას 3 ქულა"...
- ძალიან გამახარა ამ აღიარებამ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. გავაკეთე ის, რაც მეკარემ უნდა გააკეთოს. მეკარე იმიტომ არის, რომ გუნდი გადაარჩინოს.
- წესით, ამ მატჩის შემდეგ უნდა დაიხუროს თემა, ვინ არის "კრილიაში" ნომერი პირველი მეკარე. გუნდის ბელგიელ მთავარ მწვრთნელთან, ფრენკი ვერკოტერენთან ხომ არ გისაუბრიათ ამ თემაზე?
- არა, მწვრთნელთან ამაზე არ მილაპარაკია. ისე, ერთი თამაშით არ წყდება ყველაფერი. მთავარია სტაბილურობა.
- როგორ ფიქრობთ, რა არის "კრილია სოვეტოვის" საამსეზონო მიზანი?
- ალბათ, რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება.
- დაბოლოს, უნდა გთხოვოთ უკანასკნელი ორი სანაკრებო მატჩის შეფასება...
- ვფიქრობ, ალბანეთში ცუდად არ გვითამაშია. ბოლო წუთებზე დააღწიეს მარცხს თავი მასპინძლებმა... რაც შეეხება ესტონეთთან შეხვედრას... მხოლოდ ერთი დღის შეკრებილი იყო გუნდი და ჩემი აზრით, ამანაც განაპირობა, თამაში რომ არ გამოგვივიდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ლორიას ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია...მაგრამ ცსკამ საკუთარ მოედანზე რომ წააგო ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მებრძოლ "კრილია სოვეტოვთან"- ლორიას დამსახურების გაბუქვა ცსკას ერთგვარი გამართლების მცდელობაა. ფაქტია,რომ აკინფეევი მიუტევებელ შეცდომებს უშვებს(ვინც უყურა,დამეთანხმება,რომ ვოლფსბურგთანაც ასე იყო)იმ ორი ბურთის აღებაც შეეძლო "კრილიასთან",სწორად რომ ემოქმედა.განსაკუთრებით პირველ შემთხვევაში:უაზროდ გამოვარდა კარიდან ... ამ ფონზეც ლორია შესანიშნავად გამოიყურებოდა და რუსებმაც დაუჶასეს...თან ცსკას გამართლების მიზნით მაქსიმალურად გაბუქეს...
0
0
არც ერთი რთული ბურთი არ მოუგერიებია მე რაც ვნახე ვიდეოში. ისე მართლა კარგი მეკარეა ლორია. მაგრამ ამათ რომ ნამეტანი იციან ეგეც ფაქტია. 1 კვირაა წაიღეს ტვინი. არა და მართლა არაფერი ისეთი არ ყოფილა. ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი თამაში ჰქონდა და ვერ განეწყო ეტყობა ამ მატჩისთვის. ასე ავარდებიან, აფრინდებიან ხოლმე ერთ პატარა წარმატებაზე და მერე წარუმატებლობა რომ მოყვება არიან გლოვაში.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული