ვაკო გვილია: ახალ გუნდში მისვლა საქართველოს პასპორტით მსურს

AutoSharing Option
ახლახან ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი ფეხბურთელი კარიერას.

Sportall.ge ვაკოს დაუკავშირდა და გეგმებზე ჰკითხა.

- ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი გაწყვიტე...
- ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ კონტრაქტი. "მეტალურგს" ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი. 4 წლის მანძილზე ამ გუნდის ღირსებას ვიცავდი და თავს ვუძღვნიდი. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა. "მეტალურგი" ყოველთვის იქნება ჩემს გულში.

- შემოთავაზებები გაქვს სხვა გუნდები
დან?

- რამდენიმე შემოთავაზება მაქვს რუსეთის, ამერიკის და ევროპის გუნდებიდან, მაგრამ კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობ?
- საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ და საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ვეცდები. ახალ გუნდში ქართული პასპორტით მსურს წასვლა. უფლის წყალობით, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გითამაშია. მოქალაქეობის შეცვლით საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებ?

- რა თქმა უნდა. ჩემი მიზანი და ერთ-ერთი ოცნებაა, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს შესარჩევ ტურნირზე დავეხმარო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი კაცი ხარ ვაკო!
არტაგი
19:49 26-11-2015
0
ვაკო გენაცვალე, ჯიგარი ხარ! შენნაირი პატრიოტები უნდა თამაშობდნენ ნაკრებში, რომლებიც სულს და გულს დადებთ მოედანზე და ასეთ შემთხვევაში შედეგიც მალე მოვა. ვაკო ამერიკაში არ წახვიდე სათამაშოდ, ეს იქნება პაუზა შენს კარიერაში. არავითარ შემთხვევაში რუსეთში, იქ გაიყინები. ეცადე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გადახვიდე, სადაც კარიერას გაიკეთებ. წარმატებები!
Georgiano
18:43 26-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული