თამაშის წინ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"ევროასპარეზზე გამოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი კვიპროსის ჩემპიონობისა და თასის მოპოვებაა. ბოლო არადამაკმაყოფილებელი შედეგის მერე ყველაზე ნაკლებად "შალკესთან" თამაშს ვინატრებდი, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, ჩვენთვის კარგ შედეგს მივაღწიოთ.
"შალკესთან" თამაშისთვის ცვლილებები იქნება, მაგრამ ძალიან ბევრიც არა. ფეხბურთელთა ნაწილი გვაკლია, "შალკეს" წინააღმდეგ მხოლოდ ისინი ითამაშებენ, ვინც 100%-ით მზად იქნება მატჩისთვის.
შევეცდებით, შევუტიოთ, ევროასპარეზი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი
თავიდანვე ცხადი იყო, რომ "შალკესთან" ბრძოლა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ".
შეგახსენებთ, რომ აპოელ-ი 3 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო "შალკე" ჯგუფს ლიდერობს.