ლეგიონი: ნუკრი რევიშვილს ეკატერინბურგში სამი გოლი გაუტანეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ნუკრი რევიშვილის და მამუკა კობახიძის "მორდოვია" "ურალს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

სტუმართა კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე იცავდა, გუნდის მეორე ქართველმა ლეგიონერმა კობახიძემ კი შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.

17 ტურის შემდეგ "მორდოვია" მძიმე მდგომარეობაშია - სატურნირო ცხრილში 13 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციას იკავებს.

დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩს გამართავს საქართველოს ნაკრების მეორე მეკარის, გიორგი ლორიას გუნდი "კრილია სოვეტოვი", რომელიც სამარაში პერმის "ამკარს" მიიღებს. დიდი ალბათობით, მასპინძელთა კარს სწორედ ლორია დაიცავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მამუკა კობახიძის თავში ჩამახედა. ტიპი წლებია რუსეთში ხეხავს სკამს, არადა პერსპექტიულ მცველად იყო მიჩნეული. შეეშვი რუსეთს, მაღალ ხელფასს. წადი სადმე სხვა ქვეყანაში, აიღე შედარებით დაბალი ხელფასი და ითამაშე ფეხბურთი.
georgiano
13:42 28-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული