ლეგიონი: გიორგი პაპუნაშვილის აქტიურობამ "ვერდერს" ქულა მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანია. III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილის "ვერდერი" "აალენს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "ვერდერის" მიერ გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ პაპუნაშვილის აქტიურობას მოჰყვა, რომლის დარტყმულიც რიკოშეტის შედეგად მეტოქის ბადეში აღმოჩნდა.

საფრანგეთი. ლიგა 1
. მე-17 ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" საკუთარ კედლებში ჩემპიონატის აუტსაიდერი "ტრუა" მიიღო. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, კანკავა კი ძირითადში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ შეხვედრაშიც ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალია. ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი "ტუტოკუოიო" კი "პრატოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა -
0:1.

ჰოლანდია. ერედივიზიონი. ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას "ვიტესმა" შინ "პსვ" მიიღო და დამარცხდა - 0:1. ვაკომ მოედანზე 84 გაატარა, კაშიას კი არ უთამაშია. ერთადერთი გოლი "ვიტესმა" შეხვედრის 90-ე წუთზე გაუშვა. "ვიტესი" 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთეა. 

ბელგია. I ლიგა. ლევან შენგელიას "ტუბიცე" "გილს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. შენგელია ძირითადში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. მიუხედავად ამ მარცხისა, ქართველი ლეგიონერის გუნდი სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს.

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" "ჰოვერლას" დაუპირისპირდა და გამარჯვებაც მოიპოვა - 1:2. თარგამაძემ მოედანზე 83 წუთი გაატარა და როგორც უკრაინული პრესა წერს, "ყველა შეტევის წამომწყები ქართველი ფეხბურთელი იყო".

სანდრო კობახიძის "ვოლინი" "დნიპროს" ესტუმრა და საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა 0:1. კობახიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" კი "ვორკსლასთან" იმარჯვა - 2:0. ჯაბამ მოედანზე 83 წუთი გაატარა.

კვიპროსი. "ანორთოსის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ, რომლებმაც "ენოსის" წინააღმდეგ 2:0 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში 30 ქულით პირველ ადგილზე არიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /

აბურჯანიას შეუცვლელად არ უთამაშია.65-ე წუთზე შეცვალეს.
georgiano
03:04 07-12-2015
0
დავეშვით იქამდე,რომ უკვე მარტო იმას ვითვლით,ვინ რამდენი წუთი ითამაშა...
erihaaa
19:38 06-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული