ძირითადმა გუნდმა 0:1 წააგო, სარეზერვომ კი - 2:0 მოიგო.
თუმცა განსაზღვრება ამ ორ გუნდს შორის მაინც პირობითია, რადგან სარეზერვო გუნდში 5-6-მა ძირითადის ფეხბურთელმა ითამაშა, მათ შორის, თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა ზარანდიამ.
ანგარიში სწორედ ზარანდიამ გახსნა, მეორე გოლი კი ენეს უნალმა გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიური კლუბი იანვარში ოქრიაშვილსა და ზარანდიას ტრანსფერზე დააყენებს.