"როსტოვში" გარდატეხის პერიოდი მქონდა. ვგრძნობდი, რომ რუსეთის ჩემპიონატში 10-15 გოლის გატანა შემეძლო და, რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ტიტული (რუსეთის თასი) მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ნებისმიერი ფეხბურთელი თამაშთან ერთად ტიტულზე ოცნებობს, ამიტომ ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია.
უდიდესი როლი იმ წარმატებაში ჩემს პარტნიორს, ჯანო ანანიძეს ეკუთვნის, რომელიც შესანიშნავი პასებით მამარაგებდა. მის გვერდით თამაშით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი", - თქვა ძიუბამ.