ლეგიონი: ლადო დვალიშვილმა "პოგონს" გამარჯვება მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 12 დეკემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასის მე-20 ტურში ლადო დვალიშვილის "პოგონმა" საკუთარ კედლებში "პოდბესკიძიე" მიიღო და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 2:0.

სასიხარულოა, რომ მასპინძელთა შემადგენლობიდან ორივე გატანილი გოლის ავტორი სწორედ ქართველი ლეგიონერია. დვალიშვილმა "პოგონი" შეხვედრის 55-ე წუთზე დააწინაურა, 77-ე წუთზე კი სხვაობა ორბურთიანი გახადა, რითაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ქართველი ფეხბურთელის გუნდს 33 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული