ლეგიონი გუშინ: ზურაბ ხიზანიშვილი "ინტერს" გოლით შეეწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "რავანს" და სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე დამკვიდრდა.

სასიხარულოა, რომ ბაქოელთა ორი გოლიდან ერთი საქართველოს ნაკრების 34 წლის მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა გაიტანა.

ხიზანიშვილმა და დაცვის ცენტრში მისმა მეწყვილე ლაშა სალუქვაძემ 90-90 წუთი ითამაშეს. ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათიც მიიღო. ბოლო წუთზე გამოჩნდა მინდორზე ლაშა კასრაძე, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ხოლო ნიკა კვეკვესკირი ჯერაც ტრავმირებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული