გიორგი მელქაძემ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველმა ფორვარდმა გიორგი მელქაძემ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა "სპარტაკი 2"-ის შემადგენლობაში 14 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ შეხვედრაში თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

წინა სეზონში მელქაძე პირველი გუნდის შემადგენლობაში მოედანზე ორჯერ გამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული