12 ქულით გაიმარჯვა არნემის "ვიტესის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. მეორე ადგილზე გავიდა "კრილია სოვეტოვის" გოლკიპერი გიორგი ლორია 6 ქულით. სამეულში კიდევ ერთი მეკარეა - "ფეირენშეს" კარის დარაჯი გიორგი მაკარიძე - 3 ქულა.
პირველი ადგილი
ვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესი" (ჰოლანდია). 22 წლის. 3 თამაში, 1 გოლი. გოლი ვაკომ დერბიში გაიტანა, თანაც, გამარჯვების. ამიტომ ეს გოლი ერთიორად მნიშვნელოვანია. ჩვენებური "ვიტესის" ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მეორე ადგილი
გიორგი ლორია - "კრილია სოვეტოვი" (რუსეთი). 29 წლის. 4 თამაში.ოთხიდან
მესამე ადგილი
გიორგი მაკარიძე - "ფეირენშე" (პორტუგალია). 25 წლის. 5 თამაში, 1 გოლიმაკარიძე "ფეირენშეს" ლიდერად იქცა, "ფეირენშე" კი - სეგუნდა ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ჩვენებურმა გოლიც კი გაიტანა "გიმარაეშის" კარში. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ზედიზედ 6 მატჩში შეინახა კარი მშრალად (აქედან ორი დეკემბერზე მოდის).
სხვა ნომინანტები იყვნენ: საბა კვირკველია (რუბინი), სანდრო კობახიძე (ვოლინი) და დავით თარგამაძე (ოლექსანდრია).
გთავაზობთ 2015 წლის გამარჯვებულებს თვეების მიხედვით:
იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე.
თებერვალი
1. ჯაბა კანკავა, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი მერებაშვილი.
მარტი
1. ლევან მჭედლიძე, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. ჯანო ანანიძე
აპრილი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. მათე ვაწაძე, 3. ჯაბა კანკავა.
მაისი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2-3. ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე
ივლისი-აგვისტო
1. გურამ კაშია, 2. მათე ვაწაძე, 3. სანდრო კობახიძე
სექტემბერი
1. ჯაბა კანკავა, 2. გურამ კაშია, 3. ლუკას ჰუფნაგელი
ოქტომბერი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. გიორგი არაბიძე, 3. ნუკრი რევიშვილი