ქართველ მწვრთნელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი კვიპროსული აპოელ-ის თავკაც თემურ ქეცბაიას აქვს. ის 499-ე ადგილზეა. მას 30 ადგილით ჩამორჩება შოთა არველაძე, ვინც დღესდღეობით უმუშევარია, ცოტა ხნის წინათ კი "ტრაბზონსფორის" დამრიგებელი იყო.
ათასეულში სხვა ჩვენებური სპეციალისტი არ ჩანს. ვიდრე ქართველი მწვრთნელების სადღეისო მდგომარეობას გაეცნობით, მანამდე ვთქვათ, რომ რეიტინგს "ბარსელონას" დამრიგებელი ლუის ენრიკე ლიდერობს, მეორე ადგილზეა უნაი ემერი ("სევილია"), მესამეზე კი "ბაიერნის" პირველკაცი პეპ გვარდიოლა.
ახლა, რაც შეეხებათ ქართველებს...
შენიშვნა: * - ბათუმის "დინამოს" მწვრთნელად ოფიციალურად ლევან ხომერიკი ითვლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"