თემურ ქეცბაია: აპოელ-ში აუხსნელი რამ ხდება

AutoSharing Option
3 იანვარს კვიპროსის ჩემპიონი აპოელ-ი შინ მოულოდნელად დამარცხდა "დოქსასთან" - 1:2. სტუმრებმა ბოლო წუთზე პაულინიოს პენალტით მოიგეს. ახლა თემურ ქეცბაიას გუნდს 17 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და მხოლოდ მე-4 ადგილზეა. კვიპროსში რეგულარული სეზონის (ანუ 26 ტურის) შემდეგ ზედა ექვსეული ცალკე გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

თამაშის შემდეგ ქართველმა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ, პრაქტიკულად, ვაგებთ ისეთ თამაშებს, რომლებიც თეორიულად უნდა მოვიგოთ. მაგრამ ჯერ არ ყოფილა ერთი მატჩიც კი, რომ სულ მცირე, ერთი ფეხბურთელი მაინც არ ყოფილიყო ტრავმირებული.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა
ხდება. აუხსნელი რამ ხდება, მაგრამ ჩვენ წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს. აპოელ-ი დიდი გუნდია და მან იცის, როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში.

ვფიქრობ, როცა ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან, გუნდი ამ სიტუაციიდან გამოძვრება", - თქვა ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე.

* * *
თამაშის შემდეგ სტადიონზე ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს აპოელ-ის პრეზიდენტი პროდრომოს პეტრიდესი.

პეტრიდესმა ღამე კლინიკაში გაატარა. მის სანახავად ღამით მივიდნენ თემურ ქეცბაია და აპოელ-ის ახალი სპორტული დირექტორი ტოცა სამპურისი, რომელსაც უკავშირებენ კიდევაც მომავალ ცვლილებებს გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აქედანაც იმასუქნეს და იქედანაც რომ იმასქნეს და ფეხბურთი იცით ვაბშე რაა,იქდან რო დოუვლი და აქედან რომ დაგხვდება და გააიმასქნებ ეგაა რა
soso
17:07 04-01-2016
0
დამართა ნევროზი იქაც ხალხს. იძახე ეხლა ფეხბურთელები არ მყავსო მანდ თუ დაგიჯერებენ
maxo
17:12 04-01-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული