გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ

AutoSharing Option
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავთ. არნემის "ვიტესში" აღარ იმუშავებს პიტერ ბოში, რომელიც კარიერას ისრაელში, კერძოდ, თელ-ავივის "მაკაბიში" გააგრძელებს.

"ვიტესს" კი რობ მასი გაწვრთნის, ვინც აქამდე ბოშის ასისტენტი გახლდათ.

ქართველების გუნდი სეზონის განახლებისთვის ესპანეთში მოემზადება. "ვიტესი" პირენეებზე გუშინ ჩავიდა, 8 იანვარს კი პირველი ტესტ-მატჩი აქვს ბელგიურ გრანდ "ანდერლეხტთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი ბატონო საჭირო იყო მწვრთნელის შეცვლა,ბოშმა ხომ ჩაწყობილი თამაშებით გაითქვა სახელი, ახლა რობ მასიმაც ისწავლოს თამაშების ყიდვა გაყიდვა
vano
11:44 05-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული