Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგის შეეხმიანა.
"დიახ, ახლა ესპანეთში ვარ და ვნახოთ, რა იქნება. ალბათ, დავრჩები კიდეც", - გვითხრა აბურჯანიამ.
"ანორთოსისსა" და "ხიმნასტიკს" შორის მოლაპარაკება დასრულებულია. ესპანელები აბურჯანიას ტრანსფერს გამოისყიდიან, მაგრამ ეს იქნება 100 ათასი ევრო თუ 150 ათასი, უახლოეს დღეებში გადაწყდება. თავად ფეხბურთელს კი სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებამდე, ჯერ სამედიცინო შემოწმების გავლა მართებს.
შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი (რომელიც ამ გარიგებაში მონაწილეობდა) თამაშობს. 19 ტურის
ცნობისთვის, აბურჯანია სააგენტო "პრომოსპორტთან" თანამშრომლობს, რომლის კლიენტიც 120-მდე მოთამაშეა, მათ შორის - ხოსე ანტონიო რეისესი, ევგენი კანოპლიანკა, ფელიპე მელო... სააგენტოს ესპანეთში განსაკუთრებით მყარი კავშირები აქვს "დეპორტივოსთან", "სევილიასა" და "ვილიარეალთან". აბურჯანიას ეს ტრანსფერიც სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ თუ ახალგაზრდა ქართველი თავს გამოიჩენს, "ხიმნასტიკმა" შეიძლება მისთვის ტრამპლინის როლი ითამაშოს და დასახელებული სამი კლუბიდან ერთ-ერთში აღმოჩნდეს.