ვიქტორ სკრიპნიკი: მინდა შევხედო, როგორ წარმოაჩენს პაპუნაშვილი თავს მთავარ გუნდში

AutoSharing Option
გერმანული მედიის ინფორმაციით, ბრემენის "ვერდერის" 23-წლამდელთა გუნდის ორ ფეხბურთელს ზამთრის შეკრებაზე პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი მიეცა: ერთი 19 წლის გერმანელი ლეონ გუვარაა, მეორე 20 წლის ქართველი გიორგი პაპუნაშვილი.

ორივე ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად მოემზადება ბელეკში, ანუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს პაპუნაშვილმა sportall.ge-ს ინტერვიუში განუცხადა.

გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის წევრი გუვარა მარცხენა მცველია, ხოლო ნახევარმცველი პაპუნაშვილი თბილისის "დინამოდან" ერთწლიანი იჯარითაა (გამოსყიდვის უფლებით) ბრემენულ კლუბში.

ორივემ სარეზერვო გუნდში კარგი თამაშით გამოიჩინა თავი და ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ პროფესიონალებთან ერთადაც არ
შერცხვებიან:

"ყოველთვის დადებითი ინფორმაცია მომდიოდა ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო შტაბისგან ამ ბიჭების შესახებ და ახლა მინდა, მათ ინტენსიურად დავაკვირდე და ახლოს გავიცნო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბიჭები პირველ გუნდში უკვე მყარად დამკვიდრდნენ - მინდა, შევხედო, როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს პირველ გუნდში", - განაცხადა "ვერდერის" მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა

ორშაბათს "ვერდერი" შვებულებიდან გამოვიდა და პირველ გუნდში ივარჯიშა ჩვენებურმაც. მოკლედ, პაპუნაშვილს მთავარ გუნდში დამკვიდრების შანსი მიეცა, ის ბელეკში ბუნდესლიგის პროფესიონალებთან ერთად 10 დღის განმავლობაში ივარჯიშებს და საკონტროლო მატჩებშიც ითამაშებს.

"ვერდერი" თურქულ შეკრებაზე 7 იანვარს მიემგზავრება. პირველი ტესტ-მატჩი გუნდს 10 იანვარს ბელეკში, "აუეს" წინააღმდეგ ექნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პაპუნაშვილმა უნდა იშრომოს და აუცილებლათ დაუფასებენ შრომას,ვერდერი ამისთვის ძალიან კარგი ადგილია.
bebeto
22:20 06-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული