ნარიმანიძე რუსთავური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ასაკის მიუხედავად, არაერთი მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. მას შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში.
ყაზახეთში სეზონი დასრულდა და დავინტერესდით, რას აპირებს ნარიმანიძე. ამიტომაც შევეხმიანეთ ინტერვიუსთვის...
- ყაზახეთში სეზონი უკვე დასრულდა. როგორი იყო ის თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის?
- თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თანდათან მოვახერხეთ მდგომარეობის გამოსწორება. რამდენიმე ძლიერ გუნდს მოვუგეთ, მათ შორის - ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებს. ამის
- როგორც ვიცით, "ეკიბასტუზეცში" თქვენთან ერთად ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა...
- დიახ, გიორგი აბელაშვილი. ახლა ისიც საქართველოშია და ჩემი არ იყოს, არც მისი მომავალია ბოლომდე გარკვეული.
- რას ფიქრობთ, ისევ "ეკიბასტუზეცში" აპირებთ დარჩენას?
- სიმართლე გითხრათ, გული ისევ ყაზახეთისკენ მიმიწევს. ველოდები რაღაც ნიუანსების გარკვევას და, შესაძლოა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმო. მით უმეტეს, მომავალ სეზონში "ეკიბასტუზეცის" მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა იქნება.
ეს არის საკმაოდ ტრადიციული კლუბი, რომელსაც ადრეც უთამაშია უძლიერესთა შორის.
- ამ დროისთვის ყაზახეთიდან ან სხვა საზღვარგარეთული კლუბიდან თუ არის ინტერესი?
- არის რაღაც ლაპარაკი, მაგრამ რეალურია-მეთქი, რომ გითხრათ, ისეთი არაფერი...
- ქართული კლუბებისგან თუ იყო შემოთავაზება?
- ახალ წლამდე იყო ერთი-ორი შემოთავაზება.
- ესე იგი, უფრო რეალური "ეკიბასტუზეცში" დარჩენაა?
- ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა რუსეთში ან უკრაინაში ძალების მოსინჯვა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"