შოთა არველაძეს "2015 წლის ჯენტლმენისთვის" განკუთვნილ ჯილდოს გადასცემენ [VIDEO]

AutoSharing Option
16 იანვარს, ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გასამართ ცერემონიალზე, შოთა არველაძეს "2015 წლის ჯენტლმენისთვის" განკუთვნილ სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ.

ამ დღეს, ბოსნიურ-თურქული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულ ადამიანებს დააჯილდოებენ. სპორტის კატეგორიაში ჯენტლმენის პრიზი სწორედ შოთას ერგო.

ის ასე გამოეხმაურა ამ აღიარებას: "მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ "სპორტის ჯენტლმენის" პრიზი მერგო. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, მეწარმეთა კლუბსა და სარაევოს უნივერსიტეტს".

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შოთამ თურქეთშიც მოიგო ფეარ-პლეის ჯილდო - თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში "ქასიმფაშას" ქართველი თავკაცის საქციელმა სპორტული და არამარტო სპორტული საზოგადოების
აღფრთოვანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, 13 მარტს გამართული, "კონია"-"ქასიმფაშას" შეხვედრის (2:1) ერთ მომენტში სტუმართა ფეხბურთელი დაშავდა, მასპინძელი გუნდის მოთამაშეები კი გაჩერდნენ. "ქასიმფაშას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ეს არაფრად ჩააგდო და გოლი გაიტანა. შოთამ კი თავის მოთამაშეებს მიუთითა, რომ მეტოქისთვის საპასუხო გოლის გატანის საშუალება მიეცათ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არველაძემ შარშან მაისში, სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, სადაც სტუდენტებთან და ჟურნალისტებთან სამართლიან ფეხბურთზე ისაუბრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
შოთას სამწვრთნელო კარიერა წინ აქვს და იმედია მალე კარგ გუნდსაც ჩაიბარებს,რაც შეეხება მის ფეხბურთელობას ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო.
bebeto
06 იანვარი 2016 22:54
0
გილოცავ შოთი!!! სამივე ერთმანეთზე უკეთესია ჯენტლმენობაში და კაცობაში...
tngh
06 იანვარი 2016 19:48
0
შოთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ადამიანის ასეთი გაფანატება არ მიმაჩნია სწორად არველაძეთი არ დაწყებულა საქართველოში ფეხბურთი და არც მისით დამთავრდება და კიდევ დიდი თავდამსხმელები დიდ კლუბებში თამაშობენ და ტიტულებს იგებენ კლუბთან და ნაკრებთან ერთად!
mamulo-s
06 იანვარი 2016 19:06
0
საღოლ შოთი. მეამაყება რომ ასეთი კარგი კაცი ყავს ჩემს სამშობლოს.გისურვებ მალე მიგეგნოს ისეთი კლუბისთვის სადაც შენს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებ. წარმატებები.
zaza
06 იანვარი 2016 17:52
0
qomagi-ს. შენ რა მოხელე ... ხარ, შენ. ვინმე თუ გიცნობს შენი გარემოცვის გარდა? რაც შეეხება არველაძეებს, ისინი საქარველოს სახეს წარმოადგენენ ყველგან და ყველაფერში. რაც დრო გავა, კიდევ უფრო გამოჩნდება ეს. მე საქართველოში შოთის მსგავს თავდამსმელს არ ველოდები უახლოეს მომავალში. ამის პირი ჯერ არ ჩანს. ღმერთმა ქნას გამოჩნდეს.
mamulo
06 იანვარი 2016 17:10
0
რეზი არველადზის ცოლმა რა გააკეთა აღარ გახსოვთ? თუ არ იცით? თუმცა ტყუპები ჩვენც გვიყვარს.
mixo
06 იანვარი 2016 16:53
0
გაიგეთ ხალხო არველაძეები მაგრები არიან, ყველა საკითხში, კალაძეები და კობიაშვილები
ადრე თუ გვიან წავლიან და მათ ყველა დაივიწყებს ხოლო არველაძეები იყვნენ და იქნებიამ მაგრები
ფოთი
06 იანვარი 2016 16:31
0
მართლაც კარგები არიან ძმები,იხარონ და იმრავლონ.
zuba
06 იანვარი 2016 16:14
0
ღირსეული კაცის ღირსეული საქციელი. ბრავო! ეს ყოველგვარ მოგებაზე დიდი გამარჯვებაა! ეს ქართველობაა!
გიორგი
06 იანვარი 2016 15:42
0
არველაძეები ღირსეული ვეტერანები არიან და ვინ არველაძეებს დაუპირისპირდება აუცილებლად უნდა იქნენ ქართული ფეხბურთიდან მოკვეთილები ისევე როგორც ილია კოკიაია იქნეა მოკვეთილი ჩივაძესთან დაპირისპების გამო.
mmmmmmmm
06 იანვარი 2016 15:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული