შოთა არველაძეს "2015 წლის ჯენტლმენისთვის" განკუთვნილ ჯილდოს გადასცემენ [VIDEO]

AutoSharing Option
16 იანვარს, ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გასამართ ცერემონიალზე, შოთა არველაძეს "2015 წლის ჯენტლმენისთვის" განკუთვნილ სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ.

ამ დღეს, ბოსნიურ-თურქული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულ ადამიანებს დააჯილდოებენ. სპორტის კატეგორიაში ჯენტლმენის პრიზი სწორედ შოთას ერგო.

ის ასე გამოეხმაურა ამ აღიარებას: "მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ "სპორტის ჯენტლმენის" პრიზი მერგო. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, მეწარმეთა კლუბსა და სარაევოს უნივერსიტეტს".

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შოთამ თურქეთშიც მოიგო ფეარ-პლეის ჯილდო - თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში "ქასიმფაშას" ქართველი თავკაცის საქციელმა სპორტული და არამარტო სპორტული საზოგადოების
აღფრთოვანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, 13 მარტს გამართული, "კონია"-"ქასიმფაშას" შეხვედრის (2:1) ერთ მომენტში სტუმართა ფეხბურთელი დაშავდა, მასპინძელი გუნდის მოთამაშეები კი გაჩერდნენ. "ქასიმფაშას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ეს არაფრად ჩააგდო და გოლი გაიტანა. შოთამ კი თავის მოთამაშეებს მიუთითა, რომ მეტოქისთვის საპასუხო გოლის გატანის საშუალება მიეცათ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არველაძემ შარშან მაისში, სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, სადაც სტუდენტებთან და ჟურნალისტებთან სამართლიან ფეხბურთზე ისაუბრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა გასკდით გულზე არველაძეების მლანძღველებო. ასე რა ბოღმა გიტრიალებთ გულში, რომ ვერ მოგინელებიათ. გადაგიყოლებთ ეს ღვარძლი. გენაცვალეთ არველაძეების ოჯახს. იხარეთ და იბედნიერეთ.კაცი უმტერო არ ვარგა მაგრამ არც მტერმორეული - ეს ბოლო თქვენ არ გეხებათ.
giorgi
06 იანვარი 2016 14:58
0
mariami-ს
სამივეზე რა გითხრა და შოთა მართლაც ჯენტლმენი და გამორჩეული ადამიანია

qomagi
06 იანვარი 2016 13:54
0
დზალიან კარგები ხარტ სამივე დზმები ვისაც არ მოყონხარტ ტქვენი ცჰურს.
mariami
06 იანვარი 2016 13:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული