ამ დღეს, ბოსნიურ-თურქული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულ ადამიანებს დააჯილდოებენ. სპორტის კატეგორიაში ჯენტლმენის პრიზი სწორედ შოთას ერგო.
ის ასე გამოეხმაურა ამ აღიარებას: "მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ "სპორტის ჯენტლმენის" პრიზი მერგო. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, მეწარმეთა კლუბსა და სარაევოს უნივერსიტეტს".
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შოთამ თურქეთშიც მოიგო ფეარ-პლეის ჯილდო - თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში "ქასიმფაშას" ქართველი თავკაცის საქციელმა სპორტული და არამარტო სპორტული საზოგადოების
შეგახსენებთ, 13 მარტს გამართული, "კონია"-"ქასიმფაშას" შეხვედრის (2:1) ერთ მომენტში სტუმართა ფეხბურთელი დაშავდა, მასპინძელი გუნდის მოთამაშეები კი გაჩერდნენ. "ქასიმფაშას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ეს არაფრად ჩააგდო და გოლი გაიტანა. შოთამ კი თავის მოთამაშეებს მიუთითა, რომ მეტოქისთვის საპასუხო გოლის გატანის საშუალება მიეცათ...
არველაძემ შარშან მაისში, სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, სადაც სტუდენტებთან და ჟურნალისტებთან სამართლიან ფეხბურთზე ისაუბრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"