გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი მთავარ "ვერდერში" შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის გიორგი პაპუნაშვილმა გუშინ, 7 იანვარს, პირველად ითამაშა ბრემენის "ვერდერის" ძირითად გუნდში.

ბრემენელებმა თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ "ადანა დემირსფორს" 7:0 მოუგეს.

პაპუნაშვილი მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში. მან "ვერდერის" კაპიტანი კლემენს ფრიტცი შეცვალა და მეშვიდე გოლის კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სიახლეები პოპულარული