ინფორმაცია ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
"ის ძალიან კარგი ნახევარმცველია, რომელიც ორივე ფეხით კარგად თამაშობს. აბურჯანიას პოზიციის კარგად შერჩევა შეუძლია და გუნდს შეტევაში დაეხმარება", - წერს საიტი ქართველზე.
ქართველმა ფეხბურთელმა "ხიმნასტიკთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი (რომელიც ამ გარიგებაში მონაწილეობდა) თამაშობს. 19 ტურის შემდეგ კლუბი სეგუნდა დივიზიონში 30 ქულით მე-6 ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის სერიოზული შანსი აქვს.